იღლიაში დარღვეული პიგმენტაცია - გამუქებული კანის გასაღიავებელი საშუალებები. ნუღარასოდეს მოერიდებით მოხდილი სამოსის ჩაცმას! - Marao

იღლიაში დარღვეული პიგმენტაცია - გამუქებული კანის გასაღიავებელი საშუალებები. ნუღარასოდეს მოერიდებით მოხდილი სამოსის ჩაცმას!

2015-03-11 12:10:11+04:00

ისეთი კოსმეტიკური დეფექტი, როგორიც არის გამუქებული იღლიის ზონა, შესაძლოა, გაჩნდეს სხვადასხვა მიზეზით: სინთეტიკური ტანსაცმლისგან, დეზოდორანტის ზემოქმედებით, ხშირი პარსვით და სხვა...

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ იღლიის კანის გაღიავებაში. თუმცა, თავდაპირველად, დაადგინეთ მიზეზი, რისგან დაირღვა პიგმენტაცია, შემდეგ კი თამამად გამოიყენეთ შინაური მეთოდები კანის გასაღიავებლად.

კარტოფილი

კარტოფილი შესანიშნავად ათეთრებს კანს. ის არ აღიზიანებს კანს, რადგან ბევრ მჟავას შეიცავს.

როგორ გამოვიყენოთ:

აიღეთ ნახევარი გაფცქვნილი კარტოფილი, გახეხეთ და დაიდეთ იღლიის ზონაზე 5 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სწრაფი შედეგისთვის გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში ორჯერ.

ლიმონი

ლიმონი საუკეთესო გამწმენდ საშუალებად ითვლება. ამასთან, ამ ციტრუსს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებიც აქვს. ლიმონის წვენი აცილებს მკვდარ უჯრედებს კანიდან და ათეთრებს ლაქებს.

როგორ გამოვიყენოთ:

გაჭერით შუაზე ლიმონი და გაიწმინდეთ იღლიის ჩაღრმავებები. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, წაისვით დამატენიანებელი კრემი. თუკი მგრძობიარე კანი გაქვთ, ლიმონის წვენს დაუმატეთ ცოტაოდენი კურკუმა, თაფლი ან იოგურტი და ეს მასა დაიდეთ იღლიების ზონაზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.

საჭმლის სოდა

საჭმლის სოდა – საუკეთესო სკრაბია. ასევე, ის დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ოფლის უსიამოვნო სუნისგან.

როგორ გამოვიყენოთ:

ერთ ჭიქა წყალში გახსენით ერთი სუფრის კოვზი სოდა. ფაქიზად გაიწმინდეთ ამ მასით იღლიები, შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით და პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ.

კიტრი

კიტრი ეფექტურად ათეთრებს კანს და ამასთან, ატენიანებს მას.

როგორ გამოვიყენოთ:

შეგიძლიათ, უბრალოდ, გაიწმინდოთ იღლია კიტრის ნაჭრით. უკეთესი შედეგისთვის კი, გახეხეთ კიტრი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის ან ოხრახუშის წვენი. მომზადებული მასა დაიდეთ იღლიის ზონაზე, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.

ფორთოხლის კანი

ფორთოხლის კანს შესანიშნავი მათეთრებელი თვისებები აქვს.

როგორ გამოვიყენოთ:

დაფქვით გამხმარი ერთი ფორთოხლის კანი, ფხვნილს დაასხით 2 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი ვარდის წყალი. ფაქიზად გაიწმინდეთ ამ მასით იღლიები, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

ყველა ზემოთ მოცემული პროცედურა რეკომენდებულია, გაიკეთოთ კვირაში 3-ჯერ.