გახმაურებული სერიალის- "ექიმი ჰაუსის" შემქმნელებმა მე-8 სეზონის მთავარ საიდუმლოს ახადეს ფარდა. ექიმი ჰაუსი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება და ეს სეზონი შესაძლოა სერიალის ფინალად იქცეს.
რატომ აღმოჩნდება ყველასათვის საყვარელი ექიმი გისოსებს მიღმა? მათ ვინც ამ სერიალს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ ექიმს თავად აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
არაერთხელ მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში და დამამშვიდებელ აბებსაც ყლაპავდა. ამას გარდა, ჰაუსს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კლინიკის ბოსთან, ექიმ ლიზა კანდისთან.
შინაგანად კი წყვილს ერთმანეთისადამი ფარული ვნება ჰქონდა. სერიალის სხვადასხვა მონაკვეთებში ისინი ფლირტითაც იყვნენ დაკავებულნი. მე-7 სეზონში კი მათ ერთმანეთს აკოცეს კიდეც და რომანს ფარდა ახადეს.
თუმცა, გასული სეზონის ფინალი შოკისმომგვრელი იყო ყველასთვის. ეჭვიანობისგან გაგიჟებული ჰაუსი მანქანით კანდისს სახლში უვარდება. გამწარებულ ქალს განცხადება შეაქვს პოლიციაში. ამიტომაც მერვე სეზონის პირველი კადრები ციხიდან იწყება და ახლადგაღვიძებული ექიმი ცდილობს გაიხსენოს რა შეემთხვა.
მაყურებელი კიდევ უფრო გაოგნებულია, როდესაც ჩნდება კადრები, სადაც ჰაუსისა და უცნობებს ხელჩართული ბრძოლაა ასახული. ამ ყველაფრის მიუხედავად, სასიყვარულო ურთიერთობები არც მერვე სეზონს აკლია. ჰაუსს ახლა ციხის უფროსი ქალბტონი შეუყვარდება.
გამოაღწევს თუ არა ჰაუსი ციხიდან, დაუბრუნდება თუ არა კლინიკას და ბოლოსდა ბოლოს მოიყვანს თუ არა ცოლს? ეს კითხვები ჯერჯერობით კვლავ უპასუხოდ რჩება. მერვე სეზონის პირველი სერიის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო დარჩა, პირველი სერიის პრემიერა 3 ოქტომბერსაა დაგეგმილი.