თუ მთელი ღამით წვეულებაზე მიდიხარ და გსურს, მაკიაჟმა დილამდე გაგიძლოს, 5 მარტივი რჩევა უნდა გაითვალისწინო.
1. მაკიაჟამდე სახეზე დამატენიანებელი კრემი და პუდრი წაისვი. ასე სახიდან ცხიმს მოიცილებ, რაც კოსმეტიკის გადღაბნას უწყობს ხელს. ზოგიერთი თვალის ჩრდილი ნამიანი ჯაგრისით უნდა წაისვა. ასე ფერიც უფრო მკვეთრი გამოჩნდება და თვალზე დიდხანსაც გაგიჩერდება.
2. შეარჩიე ისეთი კოსმეტიკა, რომელსაც Long Lasting-ი აწერია. იგი პიგმენტებითაა მდიდარი, სილიკონის ზეთს შეიცავს და კანიც უკეთ ”იწებებს”.
3. იდეალური მაკიაჟის მთავარი საიდუმლო კრემ-გელია, რომელიც სახეზე მაკიაჟის წასმამდე უნდა წაისვა. იმისათვის, რომ კრემ-გელის ეფექტი გაააქტიურო, მისი წასმის შემდეგ სახეზე ნამიანი პირსახოცი მიიდე, რათა ნიღაბი ფორებს უკეთ ჩააჯდეს.
4. თუ თვალები გიცრემლიანდება, წყალგამძლე ტუში გამოიყენე. გახსოვდეს, მას Waterproof-ი უნდა ეწეროს. ჯერ წამწამები ძირებთან შეიღებე, მერე ბოლოებისკენ წამოდი და ოდნავ აიპრიხე ისინი.
5. ვიზაჟისტი ბობი ბრაუნი მოდელებს ტუჩებს ორჯერ უღებავს. ჯერ ტუჩებზე პომადის ერთ ფენას უსვამს. შემდეგ ტუჩის ფანქრით კონტურებს გამოკვეთს (ტუჩის პომადისა და ფანქრის ფერი ერთ ტონალობაში უნდა იყოს. განსხვავებული ვულგარულად გამოიყურება) და მეორედ უსვამს პომადას. ასე ტუჩი დიდხანს ინარჩუნებს მაკიაჟს.