ტოპ-10 ქოთნის ყვავილი საქმიანი ქალებისთვის (+ ფოტო) - Marao

ტოპ-10 ქოთნის ყვავილი საქმიანი ქალებისთვის (+ ფოტო)

2015-04-10 13:30:56+04:00

თუ მცენარეების მოვლის დრო საერთოდ არ გაქვთ, მაგრამ მაინც გსურთ, სახლს ქოთნის ყვავილები ამშვენებდეს, ეს 10 მცენარე სპეციალურად თქვენთვისაა შექმნილი.

1. კაქტუსი - უდაბნოს მცენარეა და თეორიულად, ყველანაირ სიძნელეს გაუძლებს.

2. ცოცხალი ქვები - ქვებზე იზრდება და ზამთარში საერთოდ არ საჭიროებს მორწყვას.

3. სანსევიერია - ადვილად ეგუებსა ჩრდილს, მზეს, მშრალ ჰაერს, სიცივეს. გიცავთ მავნე ნივთიერებების დაგროვებისგან.

4. ქლოროფიტუმი - მზისმოყვარულიცაა და ჩრდილისაც.

5. დრაცენა - ჩრდილსაც ეგუება. დიდ მოვლას არ მოითხოვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

6. ფიკუსი - დიასახლისების საყვარელი მცენარეა. უპრეტენზიოა.

7. ფულის ხე - უყვარს მზე და არ უყვარს ხშირი მორწყვა.

8. ალოე - უპრობლემოდ იზრდება. ამასთანავე, სამკურნალო მცენარეა.

9. ზამიოკულიკასი - ამ მცენარის სამშობლო მადაგასკარია. გრუნტის მიმართ ჭირვეული არაა.

10. მონსტერა - უპრეტენზიოა, მაგრამ უყვარს სინათლე და პერიოდულად წყლის მისხურებას საჭიროებს.

იხილეთ ფოტოგალერეა