ეს კითხვა რატომღაც მუდმივად აწუხებთ მამაკაცებს. - რას აკეთებ ამდენ ხანს, - რით ვეღარ მოემზადე... მსგავსი ფრაზები ალბათ არცერთი ქალისთვის არაა უცხო. არ გეგონოთ ეს პრობლემა მარტო თქვენ გაქვთ.
გამოკითხვების თანახმად, ქალების უმრავლესობა აუცილებელ პროცედურებში 45 წუთს ხარჯავს. თუ ქალს სამსახურში წასვლამდე ერთი საათი სჭირდება თავის მოსაწესრიგებლად, მამაკაცები ამას 15-30 წუთში ახერხებენ.
გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ ჰიგიენისა და თავის მოვლის პროცედურების გარდა, სამსახურში წასვლამდე ქალების 20% მუსიკას უსმენს, 31% ტელევიზორს უყურებს, 11% ბავშვის მოვლას ანდომებს, 3% ტელეფონზე საუბრობს, ქალების 10% ყვავილების მორწყვასაც ასწრებს, 19% კი სხვადასხვა საქმითაა დაკავებული.