ბევრჯერ სცადეთ დიეტის დაცვა, მაგრამ შიმშილის აუტანელი გრძნობის გამო მოგიწიათ მისი დარღვევა? აირჩიეთ ქვემოთ მოცემული დიეტებიდან ერთ-ერთი, თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და წონაში უმტკივნეულოდ და შიმშილის გარეშე კლება გარანტირებული გაქვთ!
დიეტები, რომელთა მეშვეობითაც ყველაზე მარტივია გახდომა
1. ბრინჯს გამოაქვს ორგანიზმიდან მარილები და მავნე ნივთიერებები. ამასთან, ის ნოყიერი პროდუქტია. იხილეთ ბრინჯის 3-დღიანი დიეტა.
2. წიწიბურა მდიდარია რკინით, კალციუმით, მაგნიუმითა და ორგანიზმისთვის სხვა სასარგებლო მიკროელემენტებით. 100 გრ მოხარშულ წიწიბურაში მხოლოდ და მხოლოდ 110 კალორიაა, ამასთან, ის საკმაოდ ნოყიერი პროდუქტია. გსურთ, მალე დაემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს? სცადეთ წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური.
3. ეს დიეტა ნებისმიერი ასაკის ქალისთვის არის რეკომენდებული, რადგან ის არა მხოლოდ წონის მოშორებაში დაგეხმარებათ, არამედ ორგანიზმის შლაკებისა და ქოლესტერინისგან გაწმენდაშიც. სხვათა შორის, მისი დაცვა ძალიან მარტივია: ჰერკულესის დიეტაზე ყოფნისას, შიმშილის გრძნობა საერთოდ არ შეგაწუხებთ. გსურთ, დაიკლოთ უმტკივნეულოდ? დაიცავით ჰერკულესის დიეტა: კვირაში მინუს 4 კგ.
4. იმისათვის, რომ არა მხოლოდ გავხდეთ, არამედ გამოვისწოროთ კანის მდგომარეობა და დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი, საუკეთესოა ორგანიზმის დეტოქსიკაცია – გაწმენდა. ნახეთ, როგორ უნდა ჩავუტაროთ ორგანიზმს კაპიტალური "შაბათობა"
5. თქვენი მიზანია – სწრაფად დაიკლოთ წონაში ისე, რომ არ იშიმშილოთ? სპეციალურად თქვენთვის, დიეტა ზარმაცებისთვის.