დიეტა ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად – შეინახეთ! - Marao

დიეტა ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად – შეინახეთ!

2017-12-15 12:12:14+04:00

ამ დიეტის დროს ნივთიერებათა ცვლა აქტიურ მუშაობას იწყებს, იწვება ცხიმი და უკან აღარ ბრუნდება.

მივირთმევთ ყოველ 2.5-3 საათში 100-250 გრ საკვებს;

16 საათამდე მხოლოდ სასარგებლო ნახშირწყლები;

დასაშვებია ყველა ბოსტნეული, გარდა კარტოფილისა;

შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი ხილი – 12.00 – 14.00 საათის შუალედში.

ყურძენი დღეში მხოლოდ ერთხელ.

გრეიპფრუტი საღამოსაც  უნდა მიირთვათ.

მარცვლეულიდან დასაშვებია: შვრია, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ხორბლის პური.

ჩირი – არაუმეტეს 5 ცალისა, ისიც მხოლოდ 12.00 – 14.00 საათამდე.

ასევე იხილეთ: მეტაბოლური დიეტა! – აუცილებლად ჩასანიშნი

16.00 საათის შემდეგ მიირთმევთ მხოლოდ ცილოვან საკვებს!

ქათამი, თევზი, ძროხის ხორცი, ხაჭო, კალმარები, კრევეტები, კვერცხის ცილა – ამ პროდუქტთაგან არცერთი არ მიდის ცხიმში და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

საკვების მიღების ბოლო დრო დაძინებამდე 3-4 საათით ადრეა.

დღის განმავლობაში ცხიმი 25-35 გრ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დღეში უნდა მივიღოთ არანაკლებ 1000 კკალ-ისა.