ამ დიეტის დროს ნივთიერებათა ცვლა აქტიურ მუშაობას იწყებს, იწვება ცხიმი და უკან აღარ ბრუნდება.
მივირთმევთ ყოველ 2.5-3 საათში 100-250 გრ საკვებს;
16 საათამდე მხოლოდ სასარგებლო ნახშირწყლები;
დასაშვებია ყველა ბოსტნეული, გარდა კარტოფილისა;
შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი ხილი – 12.00 – 14.00 საათის შუალედში.
ყურძენი დღეში მხოლოდ ერთხელ.
გრეიპფრუტი საღამოსაც უნდა მიირთვათ.
მარცვლეულიდან დასაშვებია: შვრია, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ხორბლის პური.
ჩირი – არაუმეტეს 5 ცალისა, ისიც მხოლოდ 12.00 – 14.00 საათამდე.
ასევე იხილეთ: მეტაბოლური დიეტა! – აუცილებლად ჩასანიშნი
16.00 საათის შემდეგ მიირთმევთ მხოლოდ ცილოვან საკვებს!
ქათამი, თევზი, ძროხის ხორცი, ხაჭო, კალმარები, კრევეტები, კვერცხის ცილა – ამ პროდუქტთაგან არცერთი არ მიდის ცხიმში და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
საკვების მიღების ბოლო დრო დაძინებამდე 3-4 საათით ადრეა.
დღის განმავლობაში ცხიმი 25-35 გრ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დღეში უნდა მივიღოთ არანაკლებ 1000 კკალ-ისა.