წარმოიდგენდით, რომ ადამიანის ხასიათს მის თითებზე ერთი დახედვით გამოიცნობდით? კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტატისტიკური კვლევა ჩაატარეს და საინტერესო დასკვნები გამოიტანეს. დააკვირდით საკუთარ და ახლობლების ხელებს და ერთმანეთს საჩვენებელი და არათითი შეადარეთ. თუ:
ა. საჩვენებელი თითი არათითზე მოკლეა:
ასეთი ხელის პატრონი საოცრად მიმზიდველია. კარგი მოსაუბრე და ქარიზმატული ადამიანია. რისკიანია და უყვარს თავგადასავლები. საკმაოდ ჭკვიანია და გააზრებულად მოქმედებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უყვარს და მარტივად ხსნის კროსვორდებს. კიდევ ერთი და არანაკლებ საინტერესო დაკვირვება: ადამიანს, რომელსაც საჩვენებელზე გრძელი არათითი აქვს, სხვებზე მეტ ფულს გამოიმუშავებს.
ბ. როცა საჩვენებელი თითი არათითზე გრძელია:
ისეთ ადამიანებს აქვთ, ვინც თვითკმაყოფილია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. უყვართ შექება, დაფასება, ყურადღება. ეს ადამიანები არასდროს დგამენ პირველ ნაბიჯს, მუდამ პარტნიორს ელოდებიან. საკუთარ თავზე შეყვარებულები არიან. არ უყვართ, როცა წვრილმანების გამო აწუხებენ.
გ. საჩვენებელი და არათით ერთი სიგრძისაა:
თითების ასეთი განლაგება კეთილ, უკონფლიქტო, სიცოცხლისმოყვარულ, ხალისიან ადამიანებს აქვთ. გარშემო მყოფებისგან ორგანიზებულობით გამოირჩევიან და ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. სიყვარულსა და საქმეში ერთგულები არიან.