ბოლო დროს შინაურული ბოსტანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ საკუთარი ეზო არ გაქვთ, ბოსტნეული შეგიძლიათ სამზარეულოში, რაფაზე ან აივანზე მოიყვანთ. დღეს გაგაცნობთ იმ პროდუქტებს, რომელთა მოსავალიც მთელი წელი გამოულევად გექნებათ სახლში.
ჭარხლის ფოთოლი - მოაჭერით ჭარხალს ფესვის მხარე და წყალში ჩადეთ, ან თუ სილა გაქვთ, სილაში, ოღონს ამ შემთხვევაში იგი მუდამ სველი უნდა იყოს. მისი ფოთოლი სალათის ფურცელზე სასარგებლოა; მდიდარია იოდით, უჯრედისით, მინერალებითა და ვიტამინებით. დაუმატეთ სალათებსა და წვნიანებში.
ასეთივე მეთოდით შეგიძლიათ სტაფილოს ფოთოლის მომრავლებაც ისიც ძალიან სასარგებლოა. გაგიკვირდებათ და თავად სტაფილოზე მეტადაც.
სალათის ფურცელი - სალათის დასუფთავებისას ფესვიან ძირებს როგორ წესი ნაგავს ატანთ. ახლა კი შეგიძლიათ ისინი წყლიან ფიალაში მოათავსოთ და ახალი ფოთლების ამოსვლას დაელოდოთ.
ნიახური - ჩადეთ ფესვიანი ღერი წყლიან ჭიქაში ან სველ სილაში და დაელოდეთ ახალი ღერების ამოსვლას. იგი აგემრიელებს ნებისმიერ წვნიანს, შველის უძილობას, არეგულირებს ორგანიზმში შაქრის დონეს.
ხახვი - ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ბოსტნისთვის ხახვს ბოლქვიდან ვზრდით, მაგრამ მისი გამოზრდა მწვანე ხახვის ღერებიდანაც შეიძლება. გირჩევთ, რამდენიმე ღერი ერთმანეთზე ფრთხილად გადააბათ და ისე ჩადოთ წყლიან ჭურჭელში.
ნიორი - გაზაფხულზე უამრავი გამომშრალი ნივრის კბილი გვიგროვდება, რომლებსაც მწვანე ღერები ამოსდით, ნუ გადაყრით მათ. ჩადეთ წყლიან ჭიქაში და მთელი ზაფხული ხელთ საკუთარი ნიორი გექნებათ.
სოკო - თუ კარგ ნიადაგს შეურჩევთ, სახლში გამოულევად გექნებათ სოკო. ამისათვის სპეციალური შემადგენლობა უნდა იყიდოთ. კომპოსტზე ბევრია დამოკიდებული. სოკოს ძირები მოათავსეთ მიწაში და უხვად მორწყეთ. ღამე გრილ ადგილას უნდა დადგათ, დილით - სინათლეზე.
კარტოფილი - ისეთი კარტოფილები გამოგადგებათ, რომელსაც გაზაფხულზე მწვანე წამონაზარდი უჩნდება. დაჭერით კარტოფილი ნაჭრებად, და ამონაზარდიანები სილაში ჩარგეთ. გამოგადგებათ ძველი ტომარა, ვედრო და დიდი ქოთანიც კი. ცოტა ხანში თქვენს კარტოფილს ჯერ მწვანე ღეროები ამოეზრდება, ხოლო ცოტა ხანში კი ახალი კარტოფლითაც გაგახარებთ. გახსოვდეთ, რომ ერთი კარტოფილიდან 5-7 ცალი იზრდება, ამიტომ პატარა ქოთანში რამდენიმე კარტოფილს ნუ ჩარგავთ.
ანანასი - მისი გამოზრდაც შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა, მოცდა მოგიწევთ. მაღაზიაში ნაყიდ ანანასს მოაჭერით ზედა, მწვანე ფოთლებიანი ადგილი და რამდენიმე დღით წყლიან ქილაში ჩადეთ, როცა ფესვები გამოუვა, სილიან ქოთანში გადარეგეთ.
თუ სტატია მოგეწონა, გაუზიარე მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ სასარგებლო მწვანილისა და ბოსტნეულის შინ მოყვანა.
<div></div>