ოდესმე ყველა ჩვენგანი დაბერდება. ვიღაცას ეს ფაქტი არ აღელვებს, მაგრამ ბევრს მაინც ეშინია სიბერის.
ის, თუ როგორი სიბერე გექნება, პირველ რიგში, შენზეა დამოკიდებული. როგორც ამერიკელი მსახიობი, 80 წლის ბეტ დევისი ამბობს:
"სიბერე – ეს ქალების ადგილი არ არის!" მნიშვნელოვანია, შევძლოთ ისე ვიცხოვროთ, რომ სიბერე რაღაც საშინელებად არ გვეჩვენებოდეს. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად სხეულის თითქმის ყველა ნაწილი იცვლება, მაგრამ ეს 7 სასარგებლო ჩვევა დაგეხმარებათ, ბევრად მარტივად გადაიტანოთ სიბერე.
1. შეინარჩუნე პოზიტიური ტალღა!
შენ – ის ხარ, რაზეც ფიქრობ! ამერიკული კვლევების თანახმად, ადამიანებს, რომლებიც პენსიონერულ ასაკს ისე იღებენ, როგორც სიბრძნისა და კმაყოფილების პერიოდს, ბევრად მარტივად გადააქვთ მოღვაწეობის დასრულების ეტაპი, ვიდრე მათ, ვინც თვლის, რომ სიბერე უძლურებისა და უსარგებლობის სინონიმია.
2. დაუკვირდი, რას ჭამ...
კვება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შენი სხეულის დაბერების პროცესში. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ უმჯობესია მივმართოთ დაბალგლიკემიურ დიეტებს იმისათვის, რომ დაბერების პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. კარგი მაგალითია – შუაზღვისპირეთული დიეტა, რომელიც მოიცავს მცენარეულ პროდუქტებს, თხილეულს და წითელ ღვინოს ზომიერი რაოდენობით. გარდა ამისა, აუცილებელია მივირთვათ თევზი კვირაში მინიმუმ 2-ჯერ და შევამციროთ მარილის მიღება.
კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ მსგავსი დიეტები გულის შეტევის, ინსულტებისა და ნაადრევი სიკვდილის კარგი პრევენციაა. დამატებითი ბონუსის სახით გვირჩევენ, მივიღოთ მეტი ომეგა-3, რომელიც მრავლადაა ნიგოზსა და ორაგულში. ეს პროდუქტები დაგეხმარებათ დიდხანს შეინარჩუნოთ კანის ახალგაზრდობა. უკუჩვენებაა მძიმე და ცხიმიანი პროდუქტები (გაზიანი წყალი, ჩიფსები, თეთრი პური), რაც აჩქარებს დაბერების პროცესს.
3. ...და რამდენს მიირთმევ
გადანაყრებას შეუძლია საგრძნობლად შეამოკლოს სიცოცხლე, გააჩინოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკი. იმისათვის, რომ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე, უმჯობესია, დავიცვათ დაბალანსებული დიეტები, რომლებიც დაახლოებით ასე გამოიყურება:
600 გ ბოსტნეული, 350-450 გ ხილი, 170 გ მარცვლეული, 700 გ რძის პროდუქტები და 140 გ ცილა ყოველდღიურად.
4. რეგულარული ვარჯიში
დარჩე აქტიური – მნიშვნელოვანი ნაწილია სწორად დაბერების პროცესში. აშშ-ის სპორტული მედიცინის ნაციონალური აკადემიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საშუალოსტატისტიკური ქალი 30-დან 70 წლამდე კარგავს 23% კუნთოვან მასას. ასაკთან ერთად ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ჩქარდება. ამიტომაც ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა მათთვისაც, ვინც 90-ს გადააბიჯა.
სპორტი ასტიმულირებს ჰიპოკამპსაც – ტვინის ნაწილს, რომელიც შემეცნებასთან არის კავშირში. ამიტომაც ფიზიკური აქტივობა ასაკში მეხსიერების გაუარესებისა და ალცჰაიმერის დაავადების სერიოზული პრევენციაა.
5. დარჩე სოციუმის ნაწილი
მეგობრებისა და ნათესავების სიმრავლე სიცოცხლეს ახანგრძლივებს. გამოკვლევების თანახმად, მათ, ვისაც მყარი სოციალური კავშირები აქვთ, მეტი შანსი აქვთ, დიდხანს იცოცხლონ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი კავშირები არ აქვს.
6. დაიცავით კანი მზისგან
მზეზე დიდხანს ყოფნა კანს აბერებს, რომ აღარაფერი ვთქვათ კანის კიბოს გაჩენის რისკზე. ამიტომაც აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი კრემები. არ უარვყოფთ, რომ მზის სხივები ორგანიზმს ვიტამინ D-ს აუცილებელი დოზით ამარაგებენ, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მზეზე ყოფნიდან რამდენიმე წუთში ულტრაიისფერი აღარ გამოყოფს ვიტამინ D-ს და იწყებს კიბოს უჯრედების გააქტიურებას. ბევრ ადამიანს ვიტამინი D საკმაო რაოდენობით აქვს ორგანიზმში, მაგრამ მაინც, მზის ალტერნატივად შეგიძლიათ რაციონში დაამატოთ ორაგული და კვერცხი (განსაკუთრებით, გული).
7. იძინეთ მეტი
შენ ზუსტად იცი, რომ ყოველ ღამე 7-9 საათი უნდა გეძინოს. მაგრამ ის თუ იცი, რომ ძილის უკმარისობა შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გასუქების და დიაბეტის გაჩენის მიზეზი გახდეს? გარდა ამისა, საკმარისი ძილი აუმჯობესებს მეხსიერებას. და საერთოდაც, მთელი სილამაზე ძილში იბადება, რადგან როცა გძინავს, ორგანიზმი გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს, რომელიც აღადგენს ელასტინსა და კოლაგენს – ორ მნიშვნელოვან ჰორმონს, რომელზეც ცოცხლობს ლამაზი და ახალგაზრდა კანი. მიუდექით ძილს არა როგორც ფუფუნებას, არამედ, როგორც აუცილებლობას!
ახლა კი ვერანაირი სიბერე ვერ შეგაშინებთ!