ხელოსნების და ნაწილების მაღაზიებისა და სერვისცენტრების ბაზა ვებგვერდზე autobild.ge
სამწუხაროდ, ჩვენს ავტომობილებს ხშირად სჭირდება შეკეთება. გარდა იმისა, რომ ქართველებს, ძირითადად, ძველი ავტომობილები გვყავს, რომლებსაც ხშირად სჭირდება შეკეთება, შედარებით ან სრულიად ახალ მანქანებსაც არცთუ იშვიათად უწევს პერიოდული სერვისი.
იმის გამო, რომ კარგი ხელოსნების პოვნა არც ისე ადვილია და ქართველი მძღოლები ნაწილების შოვნის პრობლემის წინაშეც ხშირად ვდგებით, ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" ვებგვერდზე autobild.ge შეიქმნა ხელოსნების, ნაწილების მაღაზიებისა და სერვისცენტრების დიდი ბაზა, რომელშიც პირველ ეტაპზე თბილისის 400-მდე ობიექტია შეყვანილი.
► autobild.ge-ს ავტოცნობარის მეშვეობით თითოეულ მძღოლს შეუძლია მოძებნოს სასურველი სერვისცენტრი, პროფილაქტიკა, ხელოსანი ან იმ ნაწილის მაღაზია, რომელსაც ეძებს.
► autobild.ge-ს ავტოცნობარს აქვს მაქსიმალურად მოსახერხებელი საძიებო სისტემა - ძებნისას შესაძლებელია გაფილტვრა მარკის, მოდელის, სფეროს (რას აკეთებს, რას ყიდის) მიხედვით.
► autobild.ge-ს ავტოცნობარში ყველა ობიექტი მონიშნულია თბილისის რუკაზე, რაც სასურველი პროფილაქტიკის, ხელოსნის თუ მაღაზიის მიგნებაში დაგეხმარებათ.
► თითოეულ ობიექტს აქვს რეიტინგის მინიჭების ფუნქცია - მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს თითოეული ობიექტი, რის შემდეგაც სხვა მომხმარებლებს შეეძლებათ ნახონ, რამდენად კარგია ან რამდენად ცუდია ეს ობიექტი.
► ავტოცნობარში ყველა ობიექტს მითითებული აქვს ტელეფონის ნომერი, რაც საშუალებას მოგცემთ, დარეკოთ და წინასწარ ჩაეწეროთ ამა თუ იმ ხელოსანთან ან გაიგოთ, აქვთ თუ არა თქვენთვის სასურველი ნაწილი ამა თუ იმ მაღაზიაში და თუ აქვთ, რა ღირს ეს ნაწილი.
► ავტოცნობარში ობიექტების დამატება უფასოა. ასე რომ, თუკი გამოგვიგზავნით საკონტაქტო ინფორმაციას და საქმიანობის აღწერას, ამ სიას თქვენი ობიექტი აუცილებლად დაემატება.
ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართია: autobild@palitra.ge
ან მოგვწერეთ "ფეისბუქის" გვერდზე: Auto Bild Georgia
ავტოცნობარის სანახავად დააჭირეთ აქ