მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალის ფეხს უფრო ლამაზსა და დახვეწილს აჩენს, მაგრამ მისი ჩაცმა ყველგან არ შეიძლება.
მაგალითად, პლაჟზე, პიკნიკზე, ფიტნეს-ცენტრში, სეირნობისას. გახსოვდეთ, ეს უგემოვნობაა. დღეს გაგაცნობთ, სად შეგიძლიათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მისვლა.
ოფისში დაუშვებელია ღია, ცხვირმოხსნილი ფეხსაცმლით მისვლა. ეს ფეხსაცმელი პირდაპირი მითითებაა მამაკაცებისთვის: ”მოდი, გაბედე!” ამიტომ დაუშვებელია მაღალქუსლიანი, ცხვირმოხსნილი ფეხსაცმლით სამსახურში მისვლა, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სამსახური დაკავშირებული არაა მოდასთან და წვეულებებთან.
თუ საქმიან სფეროში მუშაობთ, სამსახურისთვის შეარჩიეთ ფეხსაცმელი, რომელსაც არ ექნება ბაფთა, ბალთა, ქამარი, ბრჭყვიალები, ელვა, ჩადგმული ტყავები და ა.შ.
წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი, ე.წ. შპილკა, უნდა ჩაიცვათ წვეულებაზე, სადაც დაცულია დრეს-კოდი black tie, white tie და cocktail.
White tie - ეს არის ყველაზე ოფიციალური და რეგლამენტირებული დრეს-კოდი. უნდა ჩაიცვათ ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი, რომელიც გრძელი საღამოს კაბიდან არც გამოჩნდება.
black tie - ეს არის ნაკლები შეზღუდვა და დიდი შესაძლებლობები. დრეს-კოდი ითვალისწინებს სადღესასწაულო ან ელეგანტურ კლასიკურ ნავებს მაღალ ქუსლზე, გაფორმებულ (მაქმანი, ჯაჭვი, თასმა და ა.შ) ტყავის ღია ფეხსაცმელს. დაშვებულია ღია ქუსლი ან თითები.
”კოქტეილისთვის” გამოდგება ნატის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან კლასიკური ნავები. ტერფი შეიძლება მოხდილი იყოს, მაგრამ ქუსლი და თითები - აუცილებლად დახურული.
ასევე იხილეთ:
რა რასთან ერთად ჩავიცვათ - ტანსაცმლის სწორად ტარების მასტერკლასი