მწვანილი ნებისმიერი კერძის ინგრედიენტია, თანაც, ძალიან სასარგებლო. სამწუხაროდ, შეძენიდან რამდენიმე დღეში ფუჭდება. როგორ უნდა შევინახოთ მწვანილი, რომ სიხასხასეც შეინარჩუნოს და სასარგებლო თვისებებიც შერჩეს? გთავაზობთ შენახვის 6 საიდუმლოს.
1. გამოშრობა
ბევრ რესტორანში სპეციალური საშრობებიც კი არსებობს მწვანილისთვის. ეს მეთოდი მწვანილს ვარგისიანობის ვადას უხანგრძლივებს. მწვანილს, პირველ რიგში, ზედმეტი სისველე აფუჭებს, მაცივარში მოთავსებისას კი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა მალე აყვითლებს ფოთლებს.
სახლის პირობებში მწვანილი ქაღალდის ხელსახოცზე გააშრეთ და ისე შეინახეთ მაცივარში.
2. მაცივარი
მშვენივრად ინახავს მწვანილს, ოღონდ სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა იდოს ან ჰერმეტულ პაკეტში. მწვანილის ყველა სახეობაც ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა შეინახოთ.
3. თაიგული
ქინძის და ოხრახუშის ღეროები შეგიძლიათ ყვავილივით წყლიან ქილაში მოათავსოთ. ოღონდ წყალი გამოუცვალეთ და ბოლოებიც ოდნავ შეაჭერით. შენახვის ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოგადგებათ სოფელში ან აგარაკზე, სადაც მაცივარი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ისედაც აქვს პლუსი - ასე შენახული მწვანილი უფრო ცოტა ხნით, თუმცა მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
როგორ გავხსნათ კონსერვის ქილა სახსნელის გარეშე
<div></div>
<div></div>