ორშაბათი (მთვარის მფარველობის ქვეშ) - ამ დღეს დაბადებულები ალერსიანები, მგრძნობიარენი და ძალიან გულისხმიერნი არიან, მაგრამ იმავდროულად, კაპრიზულები და ჯიუტები, იოლად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით - უარყოფითი კუთხით.
აქვთ ცვალებადი ხასიათი და ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა. უყვართ კარგად ჭამა, დიდ ინტერესს იჩენენ კერძების მზადების მიმართ. ისინი კარგი მზარეულები გამოდიან.
სამშაბათი (მარსის მფარველობის ქვეშ) - ენერგიულები, ფიცხები, ამოუცნობები არიან, უყვართ მბრძანებლობა და მძაფრი შთაბეჭდილებები. მტკიცე ხასიათი აქვთ და ხანდახან ცოტა მეომრებიც არიან.
ოთხშაბათი (მერკურის მფარველობის ქვეშ) - ამ დღეს დაბადებულნი ძალიან აქტიურები არიან ცხოვრებაშიც და სიყვარულშიც. ახასიათებთ ცოტა ქარაფშუტობა და მოქნილი ტვინი. საკმაოდ ენამოსწრებულები არიან. ბევრი რამ შეუძლიათ აკეთონ, თუმცა ყველაზე უკეთ ხელმარჯვეობა ეხერხებათ.
ხუთშაბათი (იუპიტერის მმართველობის ქვეშ) - ცდილობენ, ყოველთვის სამართლიანები იყვნენ. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას იწვევენ, თუმცა ხანდახან აუტანლებიც ხდებიან, ავანტიურიზმისკენაც ისწრაფვიან. ჩვეულებრივ, სიახლეებს მშვიდად და ცოტა გულგრილადაც კი ხვდებიან, თუმცა ძალიან უყვართ მოგზაურობა ახალი შთაბეჭდილებების საძიებლად.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge