რომელი მცენარე უნდა შეიძინოთ, თუ სახლში მწეველი გყავთ - Marao

რომელი მცენარე უნდა შეიძინოთ, თუ სახლში მწეველი გყავთ

2015-05-25 12:51:53+04:00

ბამბუკის პალმა - მას ქამედორეასაც ეძახიან. იგი საუკეთესოდ ასუფთავებს ჰაერს და ებრძვის ფორმალდეგიდებს.

{{ArticleSplitCont}}

სანსევერია - ეს მარტივად მოსავლელი მცენარე იზიდავს მავნე ნივთიერებებს და წმენდს ჰაერს.

{{ArticleSplitCont}}

ქლოროფიტუმი - მშვენიერი ქოთნის ყვავილი, მშვენივრად ასუფთავებს ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან. "ნასას" კვლევით, ქლოროფიტუმი ჰაერის გამწმენდ საუკეთესო მცენარეთა სამეულშია მოხვედრილი.

{{ArticleSplitCont}}

სპატიფილიუმი - ჰაერის უნივერსალური გამწმენდია. მას ხშირად სააბაზანოში დგამენ, რადგან აქრობს ნესტსა და ობს. იგი აგრეთვე ასუფთავებს ჰაერს

ფორმალდეგიდისა და თრიქლორეთილენისგან.

{{ArticleSplitCont}}

ჰერბერა - ლამაზი ყვავილები აქვს და ჰაერსაც ასუფთავებს მავნე ნივთიერებისგან. იგი საუკეთესო მცენარეა საძინებელში დასადგამად.

{{ArticleSplitCont}}

ფიკუსი - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარეა ჰაერის გასაწმენდად.