თუ სახლში გენერალური დალაგების მოწყობას ხშირად ვერ ახერხებთ, ეს რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.
სამწუხაროდ, დღეს დიასახლისებს სახლში საფუსფუსოდ ბევრი დრო აღარ რჩებათ; თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ 21-ე საუკუნის ადამიანი ცოტა გაზარმაცებულია. ასეა თუ ისე, ამ რჩევების წყალობით დროსაც დაზოგავთ, ძალებსაც და სისუფთავესაც მიაღწევთ.
1. წებოვანი რულონი
აბაჟურები, ქსოვილის შალითები და ძნელად მისაწვდომი თაროები შესანიშნავად იწმინდება ტანსაცმლის საწმენდი წებოვანი რულონით. ის ალბათ გეცნობათ, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება.
2. ლანგარი ფოლგაში
თუ მთელ ლანგარს ფოლგაში შეფუთავთ, ყოველთვის სუფთა დარჩება. მხოლოდ ფოლგის გამოცვლა დაგჭირდებათ ხოლმე.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge