ყველას უყვარს საზამთროს რბილობი, მაგრამ მის კურკებს არავინ ინახავს. არადა, სულ ტყუილად, თურმე მათ საოცარი თვისებები ჰქონია.
თუ საზამთროს კურკას მთლიანად გადავყლაპავთ, ორგანიზმი არანაირ სარგებლობას არ მიიღებს, ხოლო, თუ მისგან ჩაის დავაყენებთ, მის სარგებლობას მაშინვე ვიგრძნობთ.
ქსოვილები, რომლებსაც საზამთროს კურკები შეიცავს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ის ადამიანს პარაზიტებისგან ათავისუფლებს. ორგანიზმის ჭიებისგან გასაწმენდად თბილ რძეში გახსნილ დაფქულ საზამთროს კურკებს იღებენ (პროპორციებით 1:10). ამ ნაყენს ერთი კვირის მანძილზე დილა-საღამოს იღებენ.
ნივთიერება ციტრულინი, რომელიც საზამთროს კურკებშია, ანტიოქსიდანტად მოქმედებს ორგანიზმზე. ის აფართოებს სისხლძარღვებს და დაბლა სწევს არტერიულ წნევას. მეცნიერების მონაცემებით, საზამთროს კურკები ძალიან სასარგებლოა თირკმელებისა და შარდსასქესო გზებისთვის. საზამთროს კურკებისგან მომზადებული ჩაი საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა.
ასევე, საზამთროს თესლს შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესებაც და მამაკაცებისთვის პოტენციის ამაღლებაც.
საზამთროს კურკა შეიცავს მაგნიუმს, ვიტამინებს A, B, C, რკინას, კალციუმს, კალიუმს და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას.
საზამთროს კურკებით მომზადებული ჩაის რეცეპტი:
აიღეთ 4 სუფრის კოვზი საზამთროს კურკა. დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ჩაი სვით ორი დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და გააგრძელეთ პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ საზამთრო ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს.
ასევე იხილეთ:
კარგი საზამთროს 8 ნიშანი: რჩევები, რომლებიც ამ ზაფხულს ნამდვილად გამოგადგებათ