სახლი – შენი ციხესიმაგრეა. ის შენი სულისა და სხეულის პროექციაა. ამიტომაც, რაც იქ ინახება, პირდაპირ კავშირშია შენს მომავალთან, სურვილებსა და ქვეცნობიერთან.
რა თქმა უნდა, ყველა ნივთს სარგებელი არ მოაქვს. ამიტომაც ჩაატარე პატარა ინვენტარიზაცია შინ და გათავისუფლდი იმ ნივთებისგან, რომლებსაც შეუძლიათ დაანაგვიანონ შენი სახლის ენერგეტიკა.
დახეული, გამოსაყენებლად უვარგისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი. სუფრის ჭურჭელი ოჯახის სიმბოლოა, მასზე არსებული დეფექტები კი ენერგეტიკულად ირეკლავს ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემებს.
გატეხილი საყოფაცხოვრებო ნივთები, სარკე. შეეცადეთ, მუდამ წესრიგში გქონდეთ სახლი, რადგან ითვლება, რომ ბნელ ძალებს უყვართ ნაგავი, ჭუჭყი, გაურეცხავი, ბინძური სულები.
საჩუქრები, რომლებიც ვერ გამოიყენეთ – მათ უბედურება მოაქვთ, რადგან ან სუფთა გულით არ გაჩუქეს, ან ანგარებით.
სურათები, რომელთა ყურებაც დისკომფორტს გიქმნით – უარყოფითად მოქმედებენ ფსიქიკაზე და არღვევენ სულიერ სიმშვიდეს.
სურათები გარეული ცხოველების გაყინული სახეებით – ქმნის დაძაბულ, აგრესიულ და უარყოფით დამოკიდებულებას სახლის მცხოვრებლებს შორის. შესაძლოა, ჩხუბისა და სკანდალების მაპროვოცირებელიც გახდეს.
ნივთები უარყოფითი წარსულით: ანუ ის ნივთები, რომლებიც ცუდ პირობებში შეიძინეთ ან რაიმე უარყოფითს, ცუდ დროს გაგონებთ.
ნივთები, რომლებიც, შესაძლოა, ოდესღაც მაგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ზოგიერთი აფრიკული და აღმოსავლური ატრიბუტიკა (ნიღბები, ფიგურები, სიმბოლოები) – ისინი, შესაძლოა, უარყოფითი აურისა და ენერგიის შემომტანი იყოს.
ანტიკვარული ნივთები გაურკვეველი ან საეჭვო ენერგეტიკით.
ავეჯი ბასრი კუთხეებით, ისეთით, რომელიც თითქოს ჭრის სივრცეს.
ხვიარა ცოცხალი მცენარეები – ამბობენ, რომ მას ავადმყოფობები მოაქვს. ასევე, ითვლება, რომ ხვიარა მცენარეებს ქალისთვის მარტოობა მოაქვს.