მთელი მსოფლიოს კოსმეტოლოგები ნაოჭების საწინააღმდეგოდ ჟელატინის საფუძველზე დამზადებულ ნიღბებს იყენებენ.
ჟელატინი ავსებს კოლაგენის დეფიციტს, რომელიც ასაკთან ერთად იჩენს თავს.
ნიღაბი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, სრულიად აქრობს წვრილ ნაოჭებს, ათეთრებს კანს, მას ხავერდოვანს ხდის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
გამაახალგაზრდავებელი ნიღბის რეცეპტი
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი;
1 ჩაის კოვზი ჟელატინი;
2 ჩაის კოვზი ბანანის პიურე.
დაასხით წყალი ჟელატინს, გააჩერეთ, რათა გაფუვდეს. შემდეგ დაუმატეთ ბანანის პიურე და აურიეთ.
გამოყენება:
თანაბრად გაინაწილეთ ნიღბის თხელი ფენა გასუფთავებულ კანზე. მოერიდეთ თვალის ირგვლივ არეს და ტუჩებს, ხელსა და დეკოლტეს ზონას.
მას შემდეგ, რაც ჟელატინის ნიღაბს წაისვამთ, მოადუნეთ სახის კუნთები და დაჰყავით მოსვენებულ მდგომარეობაში ცოტა ხანი – წამოწექით.
გაიჩერეთ ნიღაბი 20 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით მასაჟური მოძრაობებით.
გამოიყენეთ ეს ნიღაბი რეგულარულად და თქვენი კანი მუდამ მოვლილი, გლუვი და ელასტიკური იქნება.
ასევე იხილეთ:
ჟელატინის სუპერეფექტური ნიღბები - ასწორებს ყველაზე ღრმა ნაოჭებს