თუ რჩევები მოგეწონათ, გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს.
1. სააბაზანოს კედელზე მაგნიტის თხელი ზოლი მიამაგრეთ და მასზე დაამაგრეთ ყველა თმის სარჭი.
2. წინდა და ფენი - ორი იდეალური საშუალებაა, რათა მჭიდრო ფეხსაცმელი გააგანიეროთ.
3. ჭიქაში ღვინის გასაცივებლად ყინულის კუბების ნაცვლად გაყინული ყურძნის მარცვლები ჩაყარეთ.
4. ღვინის საცობებისგან შეგიძლიათ განცხადებების დაფა გააკეთოთ.
5. სააბაზანოს საკიდი შეგიძლიათ კარადაში ჩანთების დასაკიდად გამოიყენოთ.
6. პლასტიკატის კონტეინერები, რომლებიც დანა-ჩანგლების შესანახადაა განკუთვნილი, შესანიშნავად გამოდგება სამკაულების დასაბინავებლადაც.
7. აი, ასე მარტივად და ლამაზად შეგიძლიათ ჩაიტანოთ დაუმორჩილებელი ჯინსი ჩექმაში.
8. თუ გასაღებებს სხვადასხვა ფერის ლაქით შეღებავთ, ისინი არასდროს აგერევათ ერთმანეთში.
9. მოათავსეთ პატარა ტომსიკაში საჭმლის სოდა და იგი საუკეთესო ჰაერგამწმენდი საშუალების როლს შეასრულებს.
10. თუ არ გსურთ, ბიჟუტერიის ბეჭდებმა თითები გაგიფერადონ, გაკეთებამდე უფერული ლაქი წაუსვით და დააცადეთ გაშრობა.
11. თუ თხელი ძეწკვები ხშირად გებურდებათ, მათი ერთი მხარე წვენსაწრუპში გაატარეთ და ისე შეკარით.
12. მშრალი ხელსახოცით ტანსაცმელს დეოდორანტისგან გაჩენილ ლაქებს მოაშორებთ.
13. ტუშის ჯაგრისი კვლავ ფუმფულა გახდება, თუ ცოტა ხნით ცხელ წყალში ჩადებთ.
14. მაგნიტის დაფა კოსმეტიკის შენახვის საუკეთესო საშუალებაა. ახლა აღარაფერი გაგეფანტებათ და დაგეკარგებათ.
15. შარფების უკეთ შესანახად, ჩამოჰკიდეთ ისინი ტანსაცმლის საკიდზე და გამონასკვეთ.
16. სააბაზანოს მეტალის საკიდი შეგიძლიათ კარადის უჯრაზე დაამაგროთ და მასში საჭირო ნივთები შეინახოთ.
17. პემზა პალტოს ხაოსგან გაათავისუფლებს.
18. ტრუსებისთვის განკუთვნილი საკიდი საუკეთესო საშუალებაა ჩექმის კარადაში შესანახად.
19. თუ სათბურა არ გაქვთ, მისი დამზადება თავადაც შეგიძლიათ. ამისათვის, წინდაში ჩაყარეთ წიწიბურა ან ბრინჯი, თავი კარგად მოუკარით და აირღუმელში გააცხელეთ.
20. ბიუსტჰალტერის შეძენისას შეცდომა რომ არ დაუშვათ, შეიკარით იგი და თუ ბიუსტჰალტერსა და სხეულს შორის ორი თითი თავისუფლად გეტევათ, ე.ი. იგი თქვენი ზომაა.
21. თმის გასასწორებელი ე.წ. უთო დაჭმუჭნული სამოსის გასწორებაში დაგეხმარებათ.
22. სამგზავროდ წასვლისას ფეხსაცმელი სააბაზანოს ქუდში მოათავსეთ.
23. სამოსიდან წითელი ღვინის ლაქებს თეთრი ღვინით ამოიყვანთ.
თუ რჩევები მოგეწონათ, გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს.