ძვირფასეულობა მუდამ მოდაშია. თითოეულ თვალს კი თავისი დანიშნულება აქვს. აირჩიეთ მოწონებული და გაეცანით, რა გელით მომავალში
მარგალიტი
კეთილი და გულუხვი ადამიანი ხართ. მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარგალიტი ძვირად ღირებულად არ ითვლება, ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი მუდამ ამშვენებს მონარქების სამოსსა და გვირგვინებს.
ბუნებაში მარგალიტი ევოლუციის, გამძლეობისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოა.
ნიჟარაში მოხვედრილი უმნიშვნელო ქვიშის მარცვალი დიდხნიანი პროცესის შემდეგ ულამაზეს ქვად იქცევა. თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში სტრესს, უიღბლობას განიცდით, ბედი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, არ ინერვიულოთ.
ცოტა ხანში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, თქვენი შრომა დაფასდება და ისევე დაამშვენებთ საზოგადოებას, როგორც ძვირფასი მარგალიტი მონარქის გვირგვინს
ლალი
ექსცენტრიკული, ფეთქებადი და იმპულსური ადამიანი ხართ. ლალი მამაცი მეფეების საყვარელი თვალია. იგი მფლობელს ოპტიმიზმითა და სიმამაცით აჯილდოებს.
ლალში, ისევე როგორც თქვენში, უამრავი ფარული ენერგიაა დამალული. ნუ გგონიათ, რომ ენერგიაგამოცლილი ხართ და ღირებულს ვეღარაფერს შექმნით. არ დანებდეთ, ჩაიხედეთ საკუთარ თავში, გათავისუფლდით შინაგანი მარწუხებისგან და უამრავ დადებით, სასარგებლო საქმიანობას გაუძღვებით.
ბრილიანტი
კეთილი, მართალი ადამიანი ხართ. ხშირად გარშემო მყოფების მშველელი, მათთვის გზამკვლევი, სინათლის შუქი, თავისუფლების სიმბოლო.
ბრილიანტის მოყვარული ალალ-მართალი ადამიანია. იგი არც თავად იტყვის ტყუილს და არც სხვას მოატყუებინებს თავს. მას მოსწონს მშვიდი, გააზრებული ცხოვრება. თქვენ უშიშარი ადამიანი ხართ. თუ თქვენ წინ თავგადასავლები, ცვლილებები იგეგმება, ნუ შეუშინდებით. თქვენ თავადაც გაიკვალავთ გზას და ახლობლებსაც არ მიატოვბთ გაჭირვებაში.{
ცისფერი ტოპაზი
მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ. გარშემო უამრავი ადამიანი გახვევიათ, რადგან ისინი თქვენ გვერდით თავს დაცულად გრძნობენ. ტოპაზს შეუძლია ვნების, ბოროტების ჩახშობა, სიტუაციის დარეგულირება.
ტოპაზის მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ რთული სიტუაციის, ნებისმიერი კონფლიქტის დარეგულირება, პრობლემების დიპლომატიურად მოგვარება. ახლა თქვენ შეიძლება სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც თქვენი სიმშვიდითა და გააზრებული საუბრით გარშემო მყოფებზე გავლენას მოახდენთ და სიმშვიდეს მოუტანთ სამყაროს.
პერიდოტი
იშვიათი ქვაა. თუ იგი აირჩიეთ, თქვენში, ისევე როგორც ქვაში, უამრავი საიდუმლო იმალება. ძველად მას ატარებდნენ, რათა უხასიათობის, ავადმყოფობის, პრობლემებისგან გათავისუფლებულიყვნენ. ეს ქვა ადამიანებს დადებითი ენერგიით აღავსებს და ასე ხართ თქვენც.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ ცოტა ხანში იღბალი წინსვლის, გამარჯვების შანს შემოგთავაზებთ. საინტერესო და მოულოდნელი წინადადება თქვენს ცხოვრებას უკეთესობსკენ შეცვლის.
აქვამარინი
ახალგაზრდა, თავგადასავლების მოყვარული ადამიანების საყვარელი ქვაა. ძველად მას `ზღვის წყალსაც~ ეძახდნენ, მეზღვაურები ატარებდნენ და თავს იცავდნენ ქალთევზებისა და ღმერთების რისხვასგან.
ვვარაუდობთ, რომ ადამიანმა, რომელმაც აქვამარინი აირჩია, ბოლო დროს ცოტათი მოიწყინა, გართობა და თავგადასავლები აკლია. თუმცა, უნდა გაგახაროთ, წინ დაუვიწყარი მომენტები და ხალისი გელით.
ტანზანიტი
შეგვიძლია თამამად გითხრათ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გულით, გრძნობებით და ემოციებით ცხოვრობთ. ტანზანიტი უიშვიათესი ქვაა. იგი პლანეტაზე მხოლოდ ერთ ადგილას მოიპოვება. ამ ქვას ფსიქიკასთან და ფსიქოლოგიასთან აკავშირებენ. მათ სეანსებისა და პრაქტიკების დროს გამოიყენებენ. ან ქვას დეპრესიისა და სულიერი დაავადებების განკურნება შეუძლია.
ტანზანიტის მსგავსად, გარშემო მყოფებს სულიერ სიმშვიდეს ანიჭებთ. ოპტიმისტურად განაწყობთ და ეხმარებით სულიერი სირთულეების დაძლევაში. თუ ადრე ლოგიკაზე დაყრდნობით მოქმედებდით, დროა უპირატესობა გრძნობებს, ინსტინქტებს მიანიჭოთ.
ციტრინი
თუ თქვენი ყურადღება ციტრინმა მიიქცია, შემოქმედებითი ადამიანი ხართ. გიტაცებთ სიახლეები, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. ქვის სახელი ფრანგულად `ლიმონს~ ნიშნავს. იგი ადამიანს ოპტიმიზმით აჯილდოებს.
ადამიანი, რომელმაც ციტრინი აირჩია, ლიდერის თვისებებითაა დაჯილდოებული. მუდამ მზადაა გაამხნევოს გარშემო მყოფები. გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბოს და საინტერესო იდეები განახორციელოს.
ციტრინის მფლობელს შეუძლია ნეგატიური აზრებიც კი პოზიტიურად გადააქციოს. ნუ შეგეშინდებათ, ღრუბლების, რომლებიც თქვენ ზევით შეგროვდნენ, ისინი გაიფანტებიან და ისევ გამოანათებს მზე.
ვარდისფერი ტურმალინი
გულისხმიერი ადამიანი ხართ, რომელიც მუდამ მზადაა გარშემო მყოფების დასახმარებლად. შეიძლება მაგიურ ძალას ხელებში ფლობთ და ხალხის განკურნება შეგიძლიათ.
თუ ვარდისფერი ტურმალინი აირჩიეთ, მომავალში სიძლიერე და ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოავლინოთ. ნუ დაელოდებით მშველელს. საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მშველელი თავად უნდა გახდეთ.
ამეთვისტო
მისი სახელი ითარგმნება, როგორც `ფხიზელი~. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ სწორად შეაფასოთ ადამიანები და მოვლენები. ეს ქვა, პირდაპირი გაგებით, არ მოგცემთ სასმელით თრობის საშუალებას. თქვენ შეგეძლებათ ფხიზლად აკონტროლოთ აზრები და ქცევები.
ამეთვისტოს მოყვარულებო, თუ მუდამ ზღუდავთ საკუთარ სურვილებს, იქნებ დრო მოვიდა ცოტათი თავისუფლება მისცეთ საკუთარ თავს?