სპეციალისტების აზრით, ყველა ასაკს თავისი მენიუ შეესაბამება. 40 წლის შემდეგ ექიმი დიეტოლოგები გვთავაზობენ, მივირთვათ პროდუქტები, რომლებიც ოსტეოპოროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ძუძუს კიბოსგან დაგვიცავს და კლიმაქსის სიმპტომების დაძლევაშიც დაგვეხმარება.
პირველ ადგილზეა პომიდორი "ჩერი". პომიდვრის ეს ჯიში შეიცავს ყველაზე მეტ პიგმენტ ლიკოპინს, რომელიც ორგანიზმს ძუძუს, საშვილოსნოს, პროსტატის კიბოსგან იცავს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასაც ეწევა.
კომბოსტო შეიცავს ცილას, ლუტეინს, C ვიტამინს, კალციუმსა და K ვიტამინს. თუ კომბოსტოს კვირაში სამჯერ მიირთმევთ, მხედველობას შეინარჩუნებთ და იმუნიტეტს გაიძლიერებთ.
თევზი და ზღვის პროდუქტები ნერვული სისტემის გაჯანსაღებას უწყობს ხელს და სასქესო ჰორმონების ბალანსს არეგულირებს.
თხის რძის იოგურტი დაბერებას აფერხებს და ამცირებს დიაბეტის წარმოშობის რისკს. ასეთი იოგურტი არ შეიცავს შაქარს, მაგრამ მდიდარია ცილებით.
კაკალი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც სიმსივნური პროცესების წარმოშობის რისკს აფერხებს. მათ, ვინც 40 წელს გადააბიჯა, ექიმები ყოველდღიურად 50 გ ნიგვზის მიღებას ურჩევენ.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)