ბლოგი

სისხლიანი ისტორია: როგორ უმკლავდებოდნენ ქალები მენსტრუაციას წარსულში

სისხლიანი ისტორია: როგორ უმკლავდებოდნენ ქალები მენსტრუაციას წარსულში
დავიწყოთ იქიდან, რომ მენსტრუაცია უძველეს დროში და დღეს - სხვადასხვა მოვლენაა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სტაბილური ციკლი იშვიათობა უფრო იყო, ვიდრე ნორმა. ცუდი კვება და ვიტამინების ნაკლებობა ჰორმონალურ დარღვევებს იწვევდა, რასაც თავის მხრივ, მენსტრუალური ციკლის დარღვევა მოჰყვებოდა. თუ ქალი ძალიან იყო გამოფიტული, შესაძლებელი იყო, მენსტრუაცია საბოლოოდ შეწყვეტილიყო.

ტამპონები და უძველესი ეგვიპტე

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით მტკიცებულებას, რომ თითქოს ტამპონები ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი ეგვიპტელებისთვის. ამ კონტექსტში „მედიცინის მამას“, ჰიპოკრატესაც კი მოიხსენიებენ, რომელიც თითქოს ახსენებდა მცირე ზომის
რბილ ქსოვილში გახვეულ ხის ჩხირებს, რომლებსაც ქალები საშოში ითავსებდნენ.

ექიმი ჰელენ კინგი, რომელმაც მენსტრუაციის ისტორიულ კონტექსტში შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა, აცხადებს, რომ ეს ამბავი მითია და ჰიპოკრატეს ორიგინალური ციტატა ვერსად აღმოაჩინეს.

ხოლო იმის მტკიცებულება, რომ რომაელები ბამბის შემწოვ საფენებს იყენებდნენ - არსებობს.

შუა საუკუნეები

კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ ქალები მენსტრუაციის დროს XIX საუკუნემდე, პასუხია - არაფერს. ევროპელების დიდი ნაწილი საცვლებს არ ატარებდა, ამიტომ ქსოვილს ვერაფერზე მიიმაგრებდნენ.

თუმცა არსებობდა გამონაკლისიც. „მდიდრებისთვის“ ალტერნატიული მეთოდი ქსოვილის „საფენი“ იყო, რომელიც ფეხებს შორის სპეციალური ქამრით წელის გარშემო მაგრდებოდა. მაგ: ცნობილია, რომ ინგლისის დედოფალს, ელისაბედ I-ს სამი შავი აბრეშუმის ქამარი ჰქონდა.

ჰიგიენასთან „ცივილიზებული“ მიდგომა ქალებს ასევე ქსოვილის ნაჭრებს სთავაზობდა, რომელიც სისხლის შესაჩერებლად საშოში უნდა მოეთავსებინათ. მაგრამ ქალების უმრავლესობა სისხლს ბუნებრივად დინების საშუალებას აძლევდა. თუ ჩანაწერებს დავუჯერებთ, ეს არავის აკვირვებდა.

1800
არაფერი შეცვლილა. 1899 წელს გერმანელი ექიმი წერდა: „ეს გულისამრევია - სისხლი შენს პერანგზე იღვრებოდეს, შემდეგ კი 4-დან 8 დღემდე ატარო. ამან მარტივად შეიძლება ინფექციამდე მიგიყვანოთ“.

ზოგიერთი ქალი მართლაც იყენებდა „მენსტრუალურ ქსოვილებს“, მაგრამ ქალების უმრავლესობას ასეთ ძვირად ღირებულ სიამოვნებაზე წვდომა არ ჰქონდა.
ამასთან, ქალებს „ამ დღეებში“ ქარხნებში მუშაობა ეკრძალებოდათ, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტების ქარხნებში - მიიჩნევდნენ, რომ მათ პროდუქტების მოწამვლა შეეძლოთ.

1900

საცვალი ე.წ. ჰიგიენურ ქამარზე საგულდაგულოდ მაგრდებოდა. პირველი რეკლამა, რომელშიც ერთჯერადი საფენები გამოჩნდა, აშშ-ში 1888 წელს გამოვიდა. მანამდე კი ყველა რეკლამა, რომელიც მენსტრუაციას ეხებოდა, ტაბუირებული გახლდათ.

პროდუქტმა ქალების ყურადღება ვერ მიიპყრო, ამიტომ გააუქმეს.

1920

ქალები ჰიგიენურ ქამარს კვლავ იყენებენ, მაგრამ ამჯერად ერთჯერად საფენებზე დათანხმდნენ. პირველი მსოფლიო ომის ექთნებმა სპეციალური სამედიცინო შემწოვი ქაღალდები აღმოაჩინეს - ისინი მას ჭრილობის დროს სისხლის შესაწოვად იყენებდნენ, მაგრამ სრულიად გამოსადეგი იყო მენსტრუალური ციკლის დროსაც.

ამ იდეით შთაგონებულმა კიმბერლი კლარკმა Kotex-ი გამოიგონა - პირველი ერთჯერადი საფენები მენსტრუაციისთვის.

1930

1934 წელს კომპანია Tampax-მა პროდუქტი ბაზარზე გაიტანა. მისი გამოყენება რეკომენდებული იყო მხოლოდ გათხოვილი ქალებისთვის, რადგან მიიჩნეოდა, რომ ტამპონები მხოლოდ იმ ქალებისთვის იყო გამოსადეგი, რომლებმაც ქალწულობა უკვე დაკარგეს.

1940

ომია, ქალებს ბევრი მოძრაობა უწევთ და გამოცვლის დრო არ აქვთ. ასე გაჩნდა პირველი ტამპონი აპლიკატორის გარეშე. 1936-დან 1943 წლამდე პერიოდში ტამპონების გამოყენება 5-ჯერ გაიზარდა.

1950

წარსულში დაბრუნება. კვლავ ჰიგიენური ქამრები და არც ერთი სიტყვა მენსტრუაციაზე.

1960

ქსოვილის საფენები, რომელთა გარეცხვა შესაძლებელი იყო.

1970

გამოჩნდა პირველი დასაკრავი საფენები. ეს 1972 წელს მოხდა, აშშ-ში მალე რეკლამაშიც გამოჩნდა.

1980

გამოიგონეს პირველი სუპერშემწოვი ტამპონები პლასტმასის აპლიკატორით, რომლის შიგნით მოთავსება კომფორტული იყო.

1990
გამოჩნდა ფრთებიანი საფენები.

2010

ბაზარზე პირველად გამოჩნდა მენსტრუალური თასი. ისინი პირველად 1930 წელს გამოიგონეს, მაგრამ 2010 წელს ის კვლავ მოდაში დაბრუნდა. მათი პოპულარობა ეკონომიური, ეკოლოგიური და სხვა დადებითი თვისებებით აიხსნება.


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93