ბლოგი

ქართველი ქალი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში კოკო შანელი უვლიდა, მან კი შანელის მეგობარს ქმარი წაართვა

ქართველი ქალი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში კოკო შანელი უვლიდა, მან კი შანელის მეგობარს ქმარი წაართვა
რთული სათქმელია, არის თუ არა სხვისი ოჯახების დანგრევისადმი მისწრაფება გენეტიკური „დაავადება“, მაგრამ თუკი მსგავსი რამ არსებობს, ეს სენი მდივნების ოჯახის თითქმის ყველა წევრს შეეყარა.




წინა ბლოგში დავით მდივანის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგიყევით. ახლა კი მისი დის - რუსუდანის ისტორიას გიამბობთ. მანამდე კი მამის შესახებ ვისაუბრებ.

თავადი ზაქარია მდივანი აზნაური გახლდათ, რომელმაც ჯერ გენერლის ჩინი მოიპოვა, შემდეგ კი საბუთების გაყალბების გზით ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. ის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი იყო, რასაც მისი და

ნიკოლოზ მეორის საერთო ფოტოც ადასტურებს. ზაქარია რუსეთის არმიაში მსახურობდა, რისთვისაც მრავალი ჯილდოც მიუღია. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა. იყო დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. ერთხანს ქართული არმიის მთავარსარდალიც გახლდათ.

ზაქარიას 5 შვილი ჰყავდა: სერგი, დავითი, ნინო, ალექსი და რუსუდანი.



1921 წელს ოჯახი ბოლშევიკებისგან თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში წავიდა. ამ პერიოდში ოჯახმა უმძიმესი გაჭირვება გამოიარა. ისინი თავის გადარჩენისთვის ვერც ფიზიკურ სამუშაოზე ამბობდნენ უარს. ალექსი 13 წლის ასაკში მტვირთავად მუშაობდა, შემდეგ "პეჟოს" ქარხანაში მუშად მოეწყო. უფროსმა ძმებმა, დავითმა და სერგომ ამერიკას მიაშურეს, სადაც ერთ-ერთი ქართველის რადიოსახელოსნოში დასაქმდნენ.

რუსუდანი საფრანგეთში დარჩა და საყვარელ საქმეს, მოქანდაკეობას მოჰკიდა ხელი. მეგობრობდა პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან - დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და ქეთევან მაღალაშვილთან. როგორც ამბობდნენ, მისი წარმატებული კარიერა ესპანელი მხატვრის, ხოსე მარია სერტის დამსახურება იყო. მისი და რუსუდანის ნაცნობობა მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობით დაიწყო, თუმცა საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში მალევე გადაიზარდა.



ხოსე მარია სერტი პარიზში პირველ მხატვრად ითვლებოდა, თუმცა პიკასოს გამოჩენამ მას ეს სტატუსი ჩამოართვა. ის იმ პერიოდში ყველაზე მომხიბვლელი ქალის, პიანისტ მიზია გოდებსკას მეუღლე გახლდათ. პოლონელი ემიგრანტის ქალიშვილი მიზია პიერ ოგიუსტ რენუარისა და ანრი დე ტულუზ–ლოტრეკის მოდელი, მალარმეს მუზა, პრუსტისა და კოკტოს გმირების პროტოტიპი, კოკო შანელის უახლოესი მეგობარი, პარიზულ ბომონდში მიღებული, პოპულარული ადამიანი იყო და ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა, თუმცა მათი ურთიერთობის სიმტკიცე ეჭვქვეშ რუსუდანის გამოჩენის შემდეგ დადგა.

სერტისა და რუსის პირველი შეხვედრის (სერტი მაშინ 51 წლის იყო, რუსუდანი – 19-ის) აღწერას XX საუკუნის მოდის დედოფლის, კოკო შანელის წიგნში ვხვდებით: “1925 წლის ერთ დღეს, როცა ხოსე მონპარნასზე თავის სახელოსნოში ახალ სკულპტურაზე მუშაობდა, კარზე ზარი დაირეკა. გააღო და გაოგნდა: ზღურბლთან მაღალი, გამხდარი გოგონა იდგა. მას ქერა-ფერფლისფერი თმა, რუხი-მომწვანო და ოდნავ დამცინავი თვალები ჰქონდა. ის ანგელოზს ჰგავდა. გოგონა დამწყები სკულპტორი აღმოჩნდა და სახელოვან მხატვართან რჩევის საკითხავად მისულიყო. მალე ჩვენი ძველი სერტი ნორჩი ქართველი პრინცესით მოხიბლული, პატარა ბიჭივით უზომოდ შეყვარებული ვიხილეთ”, - ნათქვამია წიგნში.

სერტის ცოლს კი, რომელსაც შვილი არასდროს ჰყოლია, ახალგაზრდა მოკრძალებული გოგონასადმი დედობრივი გრძნობები გაუჩნდა. ის ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ სამი წელიც არ იქნებოდა გასული, როცა მისი საყვარელი ქმრის გულს სწორედ ეს გოგონა დაიპყრობდა და 1928 წლის აგვისტოში, ჰააგაში დიდ ქორწილსაც გადაიხდიდა. ახლად დაქორწინებულებმა ესპანეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაიდეს ბინა.

მათი ბულვარული ცხოვრება რუსუდანის ძმების, ალექსისა და სერგის გარდაცვლების შემდეგ შეიცვალა. იმ დღის შემდეგ რუსუდანმა კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყო, ჩვეულ ცხოვრებაზეც უარი თქვა და მალე ჯანმრთელობაც შეერყა, ის ჭლექით დაავადდა. რუსუდანი კოკო შანელმა და მიზიამ (სერტის ყოფილმა ცოლმა) შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანეს.

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93