ბლოგი

ლეონარდო და ვინჩის ნახატებში დამალული საიდუმლო

ლეონარდო და ვინჩის ნახატებში დამალული საიდუმლო
„მონა ლიზას ღიმილი“, „ჯოკონდას იდუმალება“ -ეს ის ფრაზებია, რომლებიც ლეონარდო და ვინჩის ნახატმა დაამკვიდრა. ცივილიზებული ქვეყნების ვერც ერთ წერტილში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც ის გაგონილი მაინც არ ჰქონდეს, არათუ არ იცოდეს მისი შექმნის ისტორიის ერთი ვერსია მაინც. ლეონარდო და ვინჩი

არც ერთი ფლორენციელი ფაჭრის ცოლზე იმდენი ფილმი არ გადაღებულა, არც იმდენი წიგნი დაწერილა და არც ცნობილი ჟურნალების ყდებზე მოხვედრილა, რამდენჯერაც ეს მონა (იტალიაში ქალბატონს ნიშნავდა) ლიზა გერარდინმა შეძლო.


მისი პორტრეტი, თურმე, ქალის მეუღლეს - ფრანცისკო დელ ჯოკონდის შეუკვეთია.
ლეონარდო
მას 4 წელი ხატავდა, თუმცა, როგორც იტალიელი მხატვრების მემატიანე ჯორჯიო ვაზარი გვიყვება, ტილო მაინც დაუსრულებელი დატოვა. ის ქალის იდუმალი ღიმილის საიდუმლოსაც ხსნის. მისი თქმით, პოზირებით დაღლილ მანდილოსანს მხატვარმა მომღერლები და მოცეკვავეები მოუყვანა. უჩვეულო ღიმილიც ამან გამოიწვია.

მონა ლიზა ლეონარდომ მსოფლიოს აჩუქა არა მხოლოდ როგორც ნახატი, არამედ როგორც გამოცანა, რომლის ამოხსნაც წლებია არაერთი მკვლევარი ამაოდ ცდილობს და ბევრი მათგანი პასუხს სიკვდილამდე ეძებს, ზოგიერთი კი სიგიჟემდე და თვითმკვლელობამდე მიდის. 1852 წელს ფრანგი ხელოვანი ლუკ მასპერო სასტუმროს ოთახის აივნიდან გადახტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მონა ლიზას ღიმილის მიზეზი გაეგო.

ერთ-ერთი ვერსიით, თუ ნახატს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დააკვირდები, დაინახავ ცხოველების დამალულ სახეებს.



ასევე, გველს, რომელიც ხელში უჭირავს. მკვლევართა აზრით, გველი შურის სიმბოლო შეიძლება იყოს და სავარაუდოდ, საიდუმლოც ჯოკონდას „შურიან ღიმილში“ იმალება. ამ მოსაზრებას არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რადგან ის მთლიანად ცვლის ნახატის შესახებ აქამდე არსებულ ყველა იდეას.

სინამდვილეში, იდუმალი - „მონა ლიზა“ კი არა, მისი შემქმნელია, რადგან ამ მხატვრის ყველა ტილოში რაღაც იმალება. გამონაკლისი არაა ტილო სახელწოდებით „ქალი ყარყუმით“, რომელზეც იტალიელი ჰერცოგის მეუღლე (სხვა წყაროებით, საყვარელი ) ჩეჩილია გალერანიაა. 2014 წელს აღმოაჩინეს, რომ ნახატის ჩვენამდე მოღწეულ ვერსიამდე ლეონარდოს ორი ესკიზი ჰქონდა შექმნილი. ერთზე ხელში არაფერი უჭირავს, მეორე ნახატზე ყარყუმს სხვანაირი ბეწვი აქვს. ეს კიდევ ერთ დიდ კითხვის ნიშანს აჩენს მხატვრის ცხოვრების შესახებ, რომელზე პასუხებს, ალბათ, ვერც ვერასდროს გავცემთ.

Image result for da vinci gifs
ლეონარდოს კიდევ ერთი იდუმალი ტილოა „საიდუმლო სერობა“, რომლის შექმნის ისტორია იმდენად იდეურია, რამდენადაც თავად ნახატის შინაარსი.

Image result for da vinci gifs
„საიდუმლო სერობას“ ლეონარდო და ვინჩი მილანის „სანტა-მარიადელლეგრაციეს“ მონასტრის სატრაპეზოს კედელზე ხატავდა. ის 1495, 1497 წლებში შესვენებებით მუშაობდა და ჯერაც დაუმთავრებელი იყო.
ლეონარდომ დასახატად ის მომენტი აირჩია, როდესაც ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება: -„ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ – ერთ-ერთი თქვენგანი მიღალატებს“.

თორმეტივე მოციქულს სუნთქვა შეეკრა. ამ სიტყვების მერე მათ სახეებზე სხვადასხვა გრძნობა გამოიხატა: ზოგი განცვიფრებული და შოკირებული იყო, ზოგი შეშფოთებული, ზოგიც დამწუხრებული…
ამ შედევრის შექმნისას, ლეონარდო უზარმაზარი სირთულის წინაშე დადგა. მას უნდა გამოესახა სიკეთე – იესოს სახით და ბოროტება -იუდას სახით.
ლეონარდომ მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაახლა, როდესაც შემთხვევით იპოვა იდეალური მოდელი.
ერთხელ, როდესაც ის მომღერლების გუნდის კონცერტს ესწრებოდა, მან ახალგაზრდა მომღერალი დაინახა. ეს იყო ქრისტეს სრულყოფილი სახე… ლეონარდომ მომღერალი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.
სამი წლის შემდეგ – „საიდუმლო სერობა“ თითქმის დასრულებული იყო. ლეონარდოს ჯერ კიდევ ვერ ეპოვა შესაფერისი ნატურა იუდასთვის.

კარდინალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტაძრის მოხატულობაზე, აჩქარებდა მას. ითხოვდა, რომ ფრესკა რაც შეიძლებოდა სწრაფად დაესრულებინა. ლეონარდომ უთხრა, რომ მხოლოდ იუდა დარჩა დასახატი და თუ კარდინალი დათანხმდებოდა, ის დახატავდა მას.
კარდინალმა უარი განაცხადა.
ამ მრავალწლიანი ძებნის შემდეგ მხატვარმა შემთხვევით ერთი კაცი დაინახა, რომელიც მთვრალი, ბინძური ეგდო ქუჩაში. ესკიზებისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამიტომ ლეონარდომ თავის შეგირდებს უბრძანა, რომ ის მაწანწალა პირდაპირ ტაძარში მიეყვანათ.
დიდი წვალებით მიათრიეს მონასტერში მთვრალი მამაკაცი, რომელიც ვერ აღიქვამდა, სად მოხვდა და რა ხდებოდა მის თავს. ლეონარდო კი აფიქსირებდა ტილოზე ცოდვას, ეგოიზმს, ბედუკუღმართობას…
როდესაც მან ნახატი დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალები გაახილა, ტილოს შეხედა და განცვიფრებით წამოიძახა:

– მე მინახავს ეს ნახატი ადრე!
– როდის? – ზერელედ ჰკითხა ლეონარდომ.
– სამი წლის წინ, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ყველაფერს დავკარგავდი. იმ დროს გუნდში ვმღეროდი და ჩემი ცხოვრება სავსე იყო ოცნებებით. რომელიღაც მხატვარმა დამხატა ქრისტედ…

„საიდუმლო სერობა“ მაღალი რენესანსის სტილის საუკეთესო მაგალითია. ოღონდ ნიმუში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ორიგინალად.

1517 წლისთვის, ნამუშევარი უკვე დაზიანებული იყო ნესტისგან. შემდეგ საუკუნეში, ბერებმა იესოს ფეხის ადგილას კარი გაჭრეს. ხოლო 1796 წელს, მონასტერი ფრანგმა გარნიზონის ჯარისკაცებმა დაიკავეს. ყოფილი სატრაპეზო ცხენების საჯინიბოდ გადააქციეს.
ჯარისკაცები დროის მოკვლის მიზნით, სროლით ერთობოდნენ და მათი სამიზნე იესო ქრისტეს თავი იყო…
მეორე მსოფლიო ომის დროს, ნახატი დასაცავად ქვიშის ტომრების ბარიკადით დაფარეს. ბომბი მაინც დაეცა მონასტერს და გაანადგურა შენობა. სასწაულებრივად მხოლოდ ის ერთი კედელი გადარჩა, რომელზეც ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ იყო გამოსახული.
ხოლო ნახატი, რომელსაც დღესდღეობით ვხედავთ, რესტავრატორების უმძიმესი შრომის შედეგია. ლეონარდოსგან კი ნახატში მხოლოდ რამდენიმე ფუნჯის მონასმი და სქემა დარჩა.

„მონა ლიზა“ , „ქალი ყარყუმით“ და „საიდუმლო სერობა“ - ეს ის ნახატებია, რომელთა ორიგინალები სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ, მაგრამ მანამდე მათი რეპროდუქციების არათუ ხილვა, შეძენაც კი მისაღებ ფასად შეგიძლიათ.

თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი.
ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. ხალხის რჩეული ტილოები გახდა: მონა ლიზა, ქალი ყარყუმით, საიდუმლო სერობა. ტილოები ხელმისაწვდომი 18 თებერვლიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.

ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებგვერდს
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე: 2 19 60 13. 

ბეჭდვა
e87a93