ბლოგი

ნათიას ბლოგი: როგორ გადავიღოთ ლამაზი ფოტოები შემოდგომაზე (ფოტო/ვიდეო)

საქართველოში ბევრი ძალიან ლამაზი ადგილია, მაგრამ მე ამჯერად ბლოგს საბადურის ტყის შესახებ შემოგთავაზებთ. ამ მშვენიერ ადგილს რეალობაში გადმოტანილი ზღაპარი შეგვიძლია ვუწოდოთ.
ვცდილობ, რომ ყოველ წელს ვესტუმრო შემოდგომას, რომელიც აქ სულ სხვანაირია.
ზოგჯერ დედამიწა იმდენად გღლის, რომ ფოთლებში წოლა და არაფერზე ფიქრი ყველაფერს გირჩევნია.
  • შემოდგომას ფერადი ბერეტიც უხდება. ფოტო გაცილებით რომანტიკულ იერსახეს იძენს.
თუ ემოციური კადრები გხიბლავთ, ნუ იყოყმანებთ ძირს წამოწოლაზე, ფოთლების ლამაზად და მასიურად წარმოჩენას ასე უკეთ შეძლებთ.

  • სინამდვილეში მსგავს ადგილას ლამაზი ფოტოების გადაღება ყველას არ გამოსდის.
  • უნდა ვეცადოთ, რომ ფოთლების ფონზე უმნიშვნელოდ არ გამოვჩნდეთ და არც ისე მოხდეს, რომ ვერავინ გაიგოს, ფოტო შემოდგომაზე გადავიღეთ თუ ზამთარში. შესაბამისად, ნაკლებად გვაწყობს მაკროკადრები, ან ზედმეტად შორს გადაღებული ფოტოები, სადაც სხეულის ფორმა იკარგება და წერტილს ვემსგავსებით.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ატრიბუტებს. მართალია, მე ჯერ არ მიცდია, მაგრამ მოყვითალო / ნარინჯისფერ ზედატანს გირჩევდით, რომელიც ფოტოს უფრო თბილს, ნათელს და ეფექტურს ხდის. ამ შემთხვევაში, ვეცადე გარემოსთვის სათვალის ფერი შემეხამებინა.

თუ ფერადი ფოტოების გადაღებაზე ხართ ორიენტირებული და ბავშვიც მიგყავთ, შეგიძლიათ კადრები ხილითაც გამოაცოცხლოთ. მსგავს ფერებს ყველაზე მეტად ვაშლები და ატმები უხდება.
ნუ დაგეზარებათ გამოსაცვლელი სამოსის და აქსესუარების წაღება, რადგან ექსპერიმენტები ზოგჯერ შესანიშნავ შედეგს იძლევა.

გაითვალისწინეთ, რომ თუ საბადურის ტყეში ფოტოების გადაღებას აპირებთ, ოპტიმალური დრო უნდა შეარჩიოთ: ა) ცხადია, ფოტოს რაობა ფოტოგრაფსა და თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ძალიან შეგცივდებათ, განწყობა ფოტოზეც აისახება. ამიტომ, ყველაზე კარგია შუადღისას ასვლა; ბ) პლედი წაიღეთ, ცხელი სასმელი მოიმარაგეთ და დაუჯერებლად მშვენიერი მზის ჩასვლითაც დატკბით.
შემოდგომის ფოტოებს დაბალანსებული და ნაკლებად მყვირალა ფერები უხდება. მოდის ბლოგერები ცდილობენ, რომ მსგავსი ფოტოები ნათელ ფერებში დაამუშაონ.

სწორად შერჩეული რაკურსი ლამაზი ფოტოს გადაღების ერთ-ერთი წინაპირობაა. შემოდგომა ჯერ ისევ ძალაშია. 
Bon Voyage..

Marao.ge-ს ჟურნალისტის გასვლითი ექსპერიმენტი: როგორ ვიპოზიოროთ სწორად (ფოტო/ვიდეო)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
შაკო
გული ამიჩქარდა
11:29 / 18-11-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93