ბლოგი

რა ხდებოდა ტფილისში საუკუნის წინ, ქოლერის ეპიდემიის დროს

რა ხდებოდა ტფილისში საუკუნის წინ, ქოლერის ეპიდემიის დროს
ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1919-1920 წლე­ბი მსოფლიოშიც და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი ეპი­დე­მი­ე­ბის ხა­ნა იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ ტფი­ლის­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რო­მე­ლიც სა­სიკ­ვ­დი­ლო და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის ბუ­დეს წარ­მო­ად­გენ­და. ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის, მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი­სა და დევ­ნილ­თა უწყ­ვე­ტი ნა­კა­დის გა­მო, ტფი­ლი­სი მუდ­მი­ვად ეპი­დე­მი­ის საფ­რ­თხეს გა­ნიც­დი­და. 1919 წლის ზამ­თარ­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში ტიფ­მა იფეთ­ქა, რო­მე­ლიც ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მძვინ­ვა­რებ­და. და­ი­ღუ­პა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. აპ­რი­ლის­თ­ვის პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფის ეპი­დე­მია ჩაცხ­რა, მაგ­რამ იგი მა­შინ­ვე
მე­ო­რე სა­სიკ­ვ­დი­ლო სენ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა -
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქო­ლე­რის ეპი­დე­მია და­ატყ­და თავს. ამას თან და­ერ­თო შა­ვი ჭი­რიც ანუ, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეძახ­დ­ნენ - შა­ვი სა­ხა­დი.

ქო­ლე­რის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი ტფი­ლის­ში 1919 წლის იან­ვარ­ში და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ მა­შინ ავად­მ­ყო­ფო­ბა მას­შ­ტა­ბუ­რი არ იყო და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა აღი­ნიშ­ნა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და შა­ვი ჭი­რის და­ა­ვა­დე­ბაც. შა­ვი ჭი­რით სნე­ულ ადა­მი­ა­ნებს არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის არ არ­სე­ბო­ბის გა­მო, ავად­მ­ყო­ფო­ბა ხში­რად მედ­პერ­სო­ნალ­ზეც გა­და­დი­ო­და.

გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1919 წლის 25 იან­ვა­რი:
"ა­ვად გახ­დ­ნენ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ექი­მე­ბი: უფ­რო­სი ორ­დი­ნა­ტო­რი ექი­მი ცი­ციშ­ვი­ლი, ექი­მი სლუც­კაია და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­სამ­სა­ხუ­რე. ტფი­ლის­ში ხო­ლე­რა გაჩ­ნ­და. რას აკე­თებს ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ სა­ში­ნე­ლი ეპი­დე­მი­ის ხა­ნა­ში? კა­ნო­ნის ძა­ლით, ავად­მ­ყო­ფი იმ წამ­ს­ვე უნ­და იქ­ნას წაყ­ვა­ნი­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, რო­გორც კი აც­ნო­ბე­ბენ ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ნამ­დ­ვი­ლად კი 4-5 დღე გა­დის შეტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ ავად­მ­ყო­ფის წაყ­ვა­ნამ­დის, რაც ხელს უწყობს სე­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბას.
თუ კერ­ძო ეტ­ლით მი­იყ­ვა­ნეთ სა­ხა­დი­ა­ნი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, ამ ეტლს დე­ზინ­ფექ­ცი­ას არ უშ­ვე­ბი­ან და სე­ნი გა­და­დის მათ­ზეც, ვინც ეტ­ლ­ში ჯდე­ბა.



იმე­დი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ახა­ლი საბ­ჭო დღი­დან თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბი­სა დიდ ყუ­რადღე­ბას მი­აქ­ცევს დან­გ­რე­უ­ლი და მი­ვიწყე­ბუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მ­ნას. მაგ­რამ საბ­ჭო მო­მავ­ლის სა­კითხია. და­ყოვ­ნე­ბა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც სა­ში­ნე­ლი სე­ნი მუსრს ავ­ლებს ხალხს. ამი­ტომ, თუ ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბა უძ­ლუ­რია რა­ი­მე გა­ა­კე­თოს, მთავ­რო­ბა უნ­და ჩა­ე­რი­ოს ამ საქ­მე­ში".
რამ­დე­ნი­მე დღე­ში, იგი­ვე გა­ზე­თი კი­დევ ერთ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ქო­ლე­რის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც ვი­გებთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უარე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა და სა­სიკ­ვ­დი­ლო და­ა­ვა­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას უკ­ვე სე­რი­ო­ზულ საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის. წე­რილ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია, რომ ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თ­ვე­ლო­ბა უძ­ლუ­რია სე­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს და თუ მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ თვით­დი­ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბა მიშ­ვე­ბუ­ლი, ტფი­ლის­ში ქო­ლე­რის მას­შ­ტა­ბუ­რი ეპი­დე­მია და­იწყე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი კვლავ უც­ვ­ლე­ლი იყო - გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქა­ლა­ქი და სა­ში­ნე­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93