ჰატიჯე სულთანი ოსმალეთის იმპერატორ სელიმ I იავუზისა და აიშე ჰაფსა სულთანის შვილია. ქალს სახელი იმ დროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველის ცოლის პატივსაცემად დაარქვეს. ჰატიჯე სულეიმანთან ერთად იზრდებოდა და და-ძმას შორის იდეალური ურთიერთობა სუფევდა.
1518 წელს ჰატიჯე სულთანმა იქორწინა ისკანდერ ფაშაზე, მაგრამ ისკანდერი ქორწილიდან მალევე გარდაიცვალა გულის გაჩერების გამო და ჰატიჯე დაბრუნდა დედასთან საცხოვრებლად. სულთან სულეიმანის ტახტზე ასვლის შემდეგ იგი აიშე ჰაფსა სულთანთან ერთად გადავიდა სტამბოლში, თოფქაფის სასახლეში. 1524 წელს ჰატიჯე დაქორწინდა დიდ ვეზირ იბრაჰიმ ფაშაზე. საქორწილო ზეიმის ბრწყინვალებამ გამოიწვია იანიჩართა უკმაყოფილება და შემდგომში მათ აჯანყებისკენ უბიძგა.
სულთან სულეიმანმა ახალდაქორწინებულებს უზარმაზარი სასახლე აჩუქა სტამბოლის ცენტრში. რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა, რომ ჰატიჯე ორსულად იყო, მაგრამ სასახლის იანიჩარების მიერ ალყაში მოქცევის გამო გაქცევის დროს კიბეებიდან ჩამოვარდა და ბავშვი დაკარგა. ჰატიჯემ იბრაჰიმს სამი შვილი გაუჩინა, მათ შორის პირველი ვაჟი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.
იბრაჰიმის გარდაცვალებამდეც და მას მერეც ჰატიჯეს მთავარ მტრად და მისი უბედურების ყველა მიზეზად სულეიმანის მეუღლეს, ჰიურემ სულთანს მიიჩნევენ, რომელსაც ისტორიკოსები იბრაჰიმის სიკვდილში აშკარად ადანაშაულებენ, თუმცა ეს თეორია ისტორიული წყაროებით ან ფაქტებით დადასტურებული არ არის.
1536 წელს, სულთან სულეიმანის ბრძანებით, იბრაჰიმ ფაშა სიკვდილით დასაჯეს. რამდენიმე წლის შემდეგ ჰატიჯემ თავი მოიკლა. სხვა ვერსიით, ჰატიჯე სულთანი შავი ჭირის ან ჩუტყვავილას მსხვერპლი გახდა. იბრაჰიმის სიკვდილით დასჯიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ იმპერიაში ეპიდემია გაჩნდა და, მიუხედავად ყველა სიფრთხილისა, ჰატიჯემ შავი ჭირისგან გაქცევა ვერ მოახერხა.
ვინ იყო მაჰიდევრან გულბაჰარ სულთანი, რომელსაც თურქეთის ისტორიაში ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევდნენ
„შენი მონა, შენი საკუთრება, შენთან დაშორებით ვიწვი“ - ჰასეკი ჰიურემისა და სულთან სულეიმანის დიდებული სიყვარულის ისტორია
მიჰრიმაჰი - მზისა და მთვარის სულთანი ოსმალეთის იმპერიაში