ზოგჯერ მოზარდები ერთი შეხედვით უცნაურ განცხადებებს აკეთებენ და მშობლებისა და გარშემო მყოფების დაცინვის ობიექტები ხდებიან.
ეს განსაკუთრებით მათ პროფესიას ეხება. ზოგი ასტრონავტობაზე, პრეზიდენტობაზე ან ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს. მშობლები კი მათი ოცნების შეცვლაზე იწყებენ მუშაობას, რაც აუცილებლად გამოუვათ, რადგან დედ-მამა ბავშვისთვის მთავარი მოტივატორია. ამით კი შვილებს თვითრწმენას უკარგავენ. სინამდვილეში, მშობლებს მათი დახმარება გევალებათ, რაშიც ეს 5 რჩევა გამოგადგებათ:
1. იყავი სამაგალითო
ბავშვები ცხოვრებას მშობლებისგან სწავლობენ. ისინი ამაყობენ და ზოგჯერ რცხვენიათ კიდეც მათ გამო. როცა ბავშვი წარმატებულ ოჯახში იზრდება, ის იგებს წარმატების გემოს და თვითონაც ამის სურვილი უჩნდება. ამიტომაც იწყებს ოცნებას.
2. ნუ უარყოფთ მათ ოცნებებს
ბავშვებს დიდი ოცნებები აქვთ და მათ სწამთ, რომ სურვილებს აისრულებენ. მერე რა, თუ ზოგიერთი მათგანი ბავშვურია? მათ სწამთ. ასე რომ, ნუ შეუშლით ხელს ოცნებაში.
3. დაეხმარეთ მოქმედებაში
დაე, იოცნებონ, სანამ დროა. მათთან ერთად იზრდება ინტერესი სხვადასხვა სფეროს მიმართ. სურთ გამოსცადონ საკუთარი თავი და დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში. ამაში კი მშობლების დახმარება დასჭირდებათ.
ურჩიეთ შვილს, ჩამოწეროს ინტერესების სფეროები და გაცხრილოს ის, დატოვოს ყველაზე მნიშვნელოვანები, დაიწყოს მუშაობა მიზნის მისაღწევად და შეადგინოს გეგმა. პირველი ნაბიჯია ფოკუსირება საყვარელ საქმეზე და მთავარია, გახდეს შეუპოვარი.
4. ნუ გადაუღობავ გზას!
თუ ბავშვმა გადაწყვიტა, რომ იყოს პირველი ადამიანი, ვინც მარსზე ფეხს დადგამს, ნუ შეხედავ მას ირონიულად. იქნებ სწორედ ესაა მისი წარმატების გზა, რაზეც ყველა მშობელი ოცნებობს. თუ ბავშვს ჩაუკლავ ოცნებას, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დაუწყია. ეს არა მხოლოდ ოცნების უნარს მოუკლავს, მოტივაციასაც წაართმევს და გამორიცხული არაა, პირველი იმედგაცრუება მთელი ცხოვრება გაჰყვეს.
5. აჩვენე მხარდაჭერა
გარდატეხის ასაკში ბავშვები თავს აჩვენებენ, თითქოს არ ანაღვლებთ, რას ფიქრობენ მათი მშობლები. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. როგორც ცხოვრების დანარჩენ ეტაპზე, თინეიჯერობის პერიოდშიც მშობლების აზრი უპირველესია. მათ მშობლის გვერდით დგომა და გამხნევება ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მარიამ ელიაშვილი
წყარო
"მა, დღეს შენთან ვრჩები თუ დედასთან?" - ორ სახლს შორის გამოკიდებული ბავშვობა