საბავშვო ბაღში ბავშვებს საპირფარეშოში დამალვას ასწავლიან, თუ ვინმე სროლას დაიწყებს

საბავშვო ბაღში ბავშვებს საპირფარეშოში დამალვას ასწავლიან, თუ ვინმე სროლას დაიწყებს
თანამედროვე საბავშვო ბაღში მხოლოდ წერა-კითხვას და ხატვას კი არა, თავდაცვასაც ასწავლიან.
მიჩიგანელმა სტეისი ვერმან ფილმა ერთხელ ნახა, როგორ აძვრა მისი ქალიშვილი უნიტაზზე. ქალს ეს სასაცილოდ მოეჩვენა და ფოტო გადაუღო. თუმცა, როცა მოისმინა, რატომ მოიქცა მისი შვილი ასე, გაღიმებაც ვერ შეძლო.



"ჩემმა შვილმა საბავშვო ბაღში ნასწავლი შინ გაიმეორა. თუ ვინმე საბავშვო ბაღში სროლას დაიწყებს, როგორ უნდა მოიქცეს. ვუსმენდი ბავშვს და ვხვდებოდი, რომ ჩემი 3 წლის ბავშვი უფროსივით გააზრებულად და ჩამოყალიბებულად აზროვნებდა".

დედამ ფოტო "ფეისბუკში" ატვირთა და
ხელისუფლებას იარაღის გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

"პოლიტიკოსებო, შეხედეთ ამ ფოტოს. მათზე აღბეჭდილია თქვენი შვილი, შვილიშვილი, შთამომავალი. მან უნდა იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომლის კანონებსაც თქვენ წერთ. ეს ბავშვი 3 წლისაა და იძულებულია, საპირფარეშოში დაიმალოს თავდაცვის მიზნით".

პირველივე კვირას სტეისის პოსტმა 7 ათასი მოწონება დაიმსახურა.

"მადლობა ფოტოს გამოქვეყნებისთვის. როგორც ჩანს, უღრუბლო ბავშვობა დასრულდა. თანამედროვე ბავშვებმა მკაცრ რეალობას უნდა გაუსწორონ თვალი. ამისთვის კი უფროსებიც არ ვართ მზად. ეს დასაფიქრებელია". - აკომენტარებს ერთ-ერთი მშობელი.

"სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ბავშვს ისიც უნდა ავუხსნათ, თუ რატომ არ უნდა დაელაპარაკოს უცნობს. თუ როგორ უნდა მოიქცეს, თუ ვიღაცამ ხელი სტაცა, რომ ყვირილი და ხელ-ფეხის რტყმევა უნდა შეძლოს". - აკომენტარებს მეორე მშობელი.

5 რჩევა, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ოცნების ახდენაში

5 რჩევა, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ოცნების ახდენაში
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93