როცა სამშობიარო ტკივილი დაეწყო, ვერც კი მიხვდა, რა ხდებოდა.
21 წლის ინგლისელი შარლოტა ტომპსონი მთელი ღამე ტკივილისგან იტანჯებოდა. გამაყუჩებელიც დალია, მაგრამ ტკივილი ძლიერდებოდა. ერთ საათში კი გულისრევა დაეწყო, საწოლიც სისხლით მოესვარა... "მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა და "სასწრაფო" გამოვიძახე".
საავადმყოფოში მისულს, ექიმებმა ფეხმძიმობა დაუდგინეს. რეგულარული მენსტრუალური ციკლი ჰქონდა და გოგონამ არ იცოდა, ბავშვს თუ ელოდებოდა. "ექიმებს ვეკამათებოდი, არანაირი ფეხმძიმობის სიმპტომი არ მქონდა".
შარლოტას თქმით, მას მუდამ ტანზე მომდგარი კაბები ეცვა და უქმეებს მუდამ კლუბებში ატარებდა. მართალია, რამდენიმე კვირის წინ 1,5 კილო მოიმატა და ხშირად იღლებოდა.
"გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ნაყოფი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, ბრტყელ მუცელში ბავშვი მყავდა".
საავადმყოფოში მოსვლიდან სამ საათში შარლოტამ გოგონა გააჩინა. მოლი 2,8 კილოს იწონიდა და სწორად განვითარებული, ჯანმრთელი ჩვილი იყო.
შარლოტა გოგონას მარტო ზრდის. მოლის მამას დიდი ხნის წინ დაშორდა. მშობლები ეხმარებიან ბავშვისთვის აუცილებელი ნივთების შეძენაში.
"ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ახლა კლუბებში აღარ დავდივარ, სიცოცხლის გამახალისებელი სახლში მყავს".
10 განსხვავება პირველ და მეორე ფეხმძიმობას შორის