ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი შვილი ანნა.
წყვილი განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც ოჯახურ თუ პირად ფოტოებთან ერთად, ბევრს სასარგებლო ინფორმაციასაც აზიარებენ.
განსაკუთრებულად დადებითი შეფასებები მაშინ დაიმსახურეს, როდესაც ნოე უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე იმყოფებოდა, ხოლო ჯანეტი უკრაინას სოციალური ქსელების დახმარებით უჭერდა მხარს.
ამჯერად ჯანეტი პატარა ანნას ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მოდელის გამომწერების გულების მოგებას ძალიან მარტივად ახერხებს.
„წვიმიანი დღეა“ - წერს ჯანეტი და როგორც ჩანს, წვიმაში ქალიშვილთან ერთად გასეირნება გადაწყვიტა.