ელის-მარია სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი შვილის მამის ვინაობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, ჭორები მისი და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე, სოფომ ელის-მარია საზოგადოებას წარუდგინა და, ამის პარალელურად, ციხიდან მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა განცხადება და დაადასტურა, რომ ელის-მარია მისი შვილია.
ელის-მარია სააკაშვილი, მშობლების მსგავსად, საზოგადოებაში უკვე სარგებლობს პოპულარობით. მისი ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
ამჯერად სოფომ ელისის ახალი ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს, შვილი „ამეცადინოს“.
„გამექცა“, - წერს ის.
"გოგოები საოცრებათა ქვეყნიდან" - სოფო ნიჟარაძე შვილთან, ელის-მარიასთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
„უკრაინის პატარა გულშემატკივარია ეს საყვარელი გოგო“ - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ფოტოს აქვეყნებს