ელის-მარია სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი შვილის მამის ვინაობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, ჭორები მისი და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე, სოფომ ელის-მარია საზოგადოებას წარუდგინა და, ამის პარალელურად, ციხიდან მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა განცხადება და დაადასტურა, რომ ელის-მარია მისი შვილია.
ელის-მარია სააკაშვილი, მშობლების მსგავსად, საზოგადოებაში უკვე სარგებლობს პოპულარობით. მისი ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
ცოტა ხნის წინ სოფომ ელისის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის კამერის წინ იღიმის. როგორც სოფო ამბობს, ელისს ძალიან მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და სცენაზე დგომა.
“თვითონ დაირქვა აისა“ - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ფოტოებს აქვეყნებს
"ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამის ნახვა... მოეფერა ელის-მარიას და ძალიან ბედნიერი იყო" - სოფო ნიჟარაძემ ელის-მარიასთან ერთად მიხეილ სააკაშვილი მოინახულა (ვიდეო)
"ელის-მარია და მეგობრები" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ფოტოებს აქვეყნებს