“7 ივნისს, ზუსტად ორი წლის წინ, ბუთქუჩები დაიბადნენ და სრულიად შეცვალეს ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება" - ნინო სურგულაძე ტყუპების დაბადების დღეს აღნიშნავს - Marao

“7 ივნისს, ზუსტად ორი წლის წინ, ბუთქუჩები დაიბადნენ და სრულიად შეცვალეს ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება" - ნინო სურგულაძე ტყუპების დაბადების დღეს აღნიშნავს

2022-06-07 13:43:40+04:00


ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ორი შვილი ჰყავს. ტყუპები - ზაქარია და ნატალია, მას 2 წლის წინ შეეძინა. ნინოს მეუღლე გიორგი ინწკირველია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის, გივი ინწკირველის შვილიშვილია.

მომღერალმა ტყუპების დაბადების დღის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში პოსტი და ფოტოები განათავსა:

“7 ივნისს, ზუსტად ორი წლის წინ, ბუთქუჩები, ზაქარია და ნატალია დაიბადნენ და სრულიად შეცვალეს ჩემი და ჩემი მეუღლის, გიორგის ცხოვრება.

მადლობა უფალს ამ ორი უძვირფასესი საჩუქრისთვის. ზაქარიას და ნატალიას კი ვულოცავ დიდი და უშველებელი სიყვარულით! უფალი იყოს თქვენი და ყველა პატარა ანგელოზის მფარველი”, - წერს ნინო სურგულაძე.

„მამას ბოლო წლებში აწუხებდა ძალიან მძიმე დაავადება, ამაზე არსად ვსაუბრობდი" - რას ჰყვება მომღერალი ნინო სურგულაძე მამასთან გატარებული ბოლო წუთების შესახებ

„რა ფანტასტიკური ფოტოა, როგორი ლამაზები ხართ“ - ნინო სურგულაძე შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ნინო, ორივე საოცრად გგავს, დედასავით დახატულები არიან“ - ნინო სურგულაძე უსაყვარლესი ტყუპის ვიდეოს აქვეყნებს