დეკუპაჟის ტექნიკა საშუალებას გვაძლევს, გავაფორმოთ ავეჯი, ჭურჭელი; დღეს კი კვერცხის გაფორმების დროა, მას სააღდგომოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
დაგჭირდებათ:
- მოხარშული კვერცხი
- კვერცხის ცილა
- ნახატიანი ხელსახოცები
- 2 ცალი კბილის ჩხირი
- პატარა მაკრატელი
- ფუნჯი
დამზადება
ხელსახოციდან გამოჭერით სასურველი ფრაგმენტი. დაადეთ კვერცხს. შეგიძლიათ კომპოზიცია შექმნათ.
2. კვერცხის ცილა ათქვიფეთ. ფუნჯით თხლად გადაუსვით კვერცხზე.
3. აკურატულად დააკარით ხელსახოცის ფრაგმენტი. გაუსწორეთ კიდეები. ახლა შეგიძლიათ შემდეგი ფრაგმენტი დააკრათ.
4. მზა კვერცხები ორ ცალ კბილის ჩხირზე დადეთ და გაშრობა აცალეთ. ზემოდან ცილის კიდევ ერთი ფენა გადაუსვით.
თქვენი სააღდგომო კვერცხი დეკუპაჟის სისტემით მზადაა.
გაუზიარეთ მეგობრებსაც!
<div>იხილეთ ასევე: ასე სააღდგომო კვერცხი ჯერ არ მოგირთავთ! ეს საოცრებები 15 წუთში მზადდება...</div>