ხელსაქმე

როგორ შეიძლება ძმრის გამოყენებით გააქათქათოთ თქვენი ტანსაცმელი და შეამციროთ ნადები სარეცხის მანქანაში

როგორ შეიძლება ძმრის გამოყენებით გააქათქათოთ თქვენი ტანსაცმელი და შეამციროთ ნადები სარეცხის მანქანაში
სარეცხის რეცხვა საკმაოდ რთული პროცესია: სანამ სწორად შეარჩევთ სარეცხის ფხვნილს, სანამ სარეცხის მანქანის ინსტრუქციაში გაერკვევით... ნერვები და ფული რომ დაზოგოთ, მარტივ მეთოდს გასწავლით. გამოიყენეთ ძმარი და აი, რატომ:

სანამ მანქანას ჩართავდეთ, ნახევარი ჭიქა ძმარი სარეცხზე დაასხით. ეს დაეხმარება ქსოვილს, შეინარჩუნოს ფერი და სიმკვრივე.

ჩაასხით ცოტა ძმარი მანქანაში დამარბილებელი საშუალებების ნაცვლად. ძმარს იგივე დატვირთვა აქვს, რაც ძვირად ღირებულ საშუალებებს. ამასთანავე, მეტად ეკოლოგიურია.


ძმარი თეთრი სამოსიდან მოაცილებს ოფლისა და დეზოდორანტის კვალს.


ძმარს შეუძლია სამოსს მოაცილოს მასში გამჯდარი მძაფრი
სუნი.

თუ სამოსს ჩამჯდარი ლაქები აქვს, ჩადეთ ცხელი წყლით სავსე ვედროში, ჩაასხით მასში ნახევარი ჭიქა ძმარი და გააჩერეთ მთელი ღამე. მეორე დღეს ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.



ზოგიერთ სამოსს ცხოველის ბეწვი გარეცხვის შემდეგაც არ სცილდება. თუ მანქანაში ძმარს ჩაამატებთ, ამ პრობლემისგან გათავისუფლდებით.


ძმარი დაგეხმარებათ იმაშიც, რომ ქსოვილი სტატისტიკურად აღარ დაიმუხტოს.


დელიკატური ქსოვილი, საცურაო კოსტიუმიც და თეთრეულიც ჩაალბეთ თასში, რომელსაც დამატებული ექნება 6 სადილის კოვზი ძმარი. ის იდეალურად გაასუფთავებს მათ.


ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: თუ ძმარს სარეცხის მანქანაში ჩაასხამთ, დაიცავთ მას ნადებისგან, რომელიც რეცხვის დროს უჩნდება და ძვირად ღირებული ქიმიური საშუალებების ყიდვა აღარ მოგიწევთ.  
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი