რომელ ადგილებს უნდა გაუკეთოთ დეზინფექცია პირველ რიგში - Marao

რომელ ადგილებს უნდა გაუკეთოთ დეზინფექცია პირველ რიგში

2020-04-03 13:25:55+04:00


კორონავირუსის გამო ადამიანებს განსაკუთრებულად უწევთ ჰიგიენის დაცვა პროფილაქტიკისთვის, რომ ვირუსით დაინფიცირების რისკი შემცირდეს.

პირველი წესი - ხელების ხშირი დაბანაა. ამ შემთხვევაშიც საჭიროა გარკვეული წესის დაცვა. იხ: ხელების დაბანის 9 ეტაპი

მხოლოდ ხელების დაბანით ვირუსისგან თავს ვერ დაიცავთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე გარკვეული ნივთების და ადგილების დეზინფექცია სახლში.

რა უნდა გაწმინდოთ ყოველდღიურად:

  • მაგიდის ზედაპირი;
  • კარის სახელურები;
  • მაცივრის სახელური;
  • სანტექნიკა;
  • ტელეფონი;
  • კლავიატურა;
  • პლანშეტი;
  • მაგიდის ტუმბო;
  • ნებისმიერი ზედაპირი, სადაც შეიძლება დარჩეს სისხლისა და ნერწყვის წვეთი;
  • პირსახოცი.

როგორ გავასუფთაოთ დაბინძურებული ადგილი:

  1. გამოიყენეთ სადეზინფექციო სითხე/სპრეი ან ერთჯერადი ანტიბაქტერიული ხელსახოცი.
  2. იმუშავეთ რეზინის ხელთათმანებით.
  3. კარის სახელურები კვირაში რამდენჯერმე გაწმინდეთ. საჯარო სივრცეებში კარი იდაყვით ან მხრის მიწოლით გააღეთ.
  4. ეცადეთ, არ შეეხოთ ზედმეტად მოაჯირებს, სხვის გაჯეტებს და პირად ნივთებს. ხშირად ანიავეთ ოთახები.
  5. ცვალეთ სამზარეულოს პირსახოცები და ხელის საწმენდი პირსახოცი ყოველ 3 დღეში ერთხელ. გარეცხვის შემდეგ კარგად გააშრეთ.
  6. არ გამოიყენოთ სხვისი ჭიქა, კოვზი, თეფში და ა.შ.