ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისაც ნესვი უყვარს და ისინი, ვინც მის სუნსაც ვერ იტანს. თუმცა, სეზონზე მზისფერი ნესვის ჭამა აუცილებელია, რადგან...
- ნესვი - დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი მხოლოდ 33 კალორიას შეიცავს. მისი ჭამა მათთვის შეიძლება, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის.
- სასარგებლოა მათთვის, ვინც შეკრულობით იტანჯება და ნაწლავების წიდებისა და ტოქსინებისგან გაწმენდა სურს.
- სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც პრობლემები აქვს ღვიძლთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით.
- ამ ხილს თირკმელებიდან გამოაქვს ქვიშა და კენჭები.
- ანტიბიოტიკების მოქმედებას აორმაგებს.
- სისხლში ჰემოგლობინის დონეს მაღლა სწევს.
- ამაღლებს იმუნიტეტს. იცავს ორგანიზმს ვირუსული დაავადებებისგან.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის საუკეთესო პროფილაქტიკაა.
- ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
- ცხელ ამინდში გაგაგრილებთ.
დაბოლოს, უგემრიელესი დესერტი ნესვითა და ხაჭოთი:
დაგჭირდებათ 200 გრამი ხაჭო, 1 ცალი სტაფილო, 1 ნაჭერი (მოზრდილი) ნესვი, 3 სადილის კოვზი არაჟანი და 1 ს/კ თაფლი (შაქარი).
ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში გადაურიეთ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და თაფლი, მოურიეთ. კუბებად დაჭრილი ნესვი დესერტს ბოლოში შეურიეთ, გადაიტანეთ კერამიკულ ფიალებში და სურვილისამებრ მორთეთ.