9 მეთოდი, თუ როგორ გამოვიყენოთ ამჟავებული რძე

9 მეთოდი, თუ როგორ გამოვიყენოთ ამჟავებული რძე
ამჟავებული რძის სუნი დილით კაპუჩინოსა და ფაფის გარეშე გვტოვებს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მის გადაღვრას. გთავაზობთ ამჟავებული რძის გამოყენების რამდენიმე მეთოდს.

1. გამოაცხვეთ ბლინები


მჟავე რძე იდეალურია ცხობისთვის. ფუნთუშა, ბლინები, ოლადიები - უამრავი რეცეპტი არსებობს - არჩევანი თქვენზეა.

2. მოამზადეთ კრემ-სუპი

მჟავე რძე შესანიშნავია სქელი სუპ-პიურეების მოსამზადებლად.

3. ხორცის მარინადი

მჟავე რძეში დამარინადებული ხორცისგან უგემრიელესი კერძები გამოდის.

4. დაამზადეთ ყველი ან ხაჭო


მჟავე რძისგან შეგიძლიათ ყველის ან ხაჭოს დამზადება. გააცხელეთ 90 გრადუსამდე, დაამატეთ ძმარი და ნელ-ნელა ურიეთ. დაწურეთ, დაამატეთ
მარილი, ცოტაოდენი ნაღები - ხაჭო მზადაა.

5. გამოიყენეთ როგორც კოსმეტიკა

გაფუჭებული რძის მჟავა სასარგებლოა კანისთვის. შეურიეთ რძე და წყალი და ფრთხილად შეიზილეთ კანზე. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.

6. დაამატეთ აბაზანაში

ერთი-ორი ჭიქა ამჟავებული რძე დაამატეთ აბაზანაში - ეს სხეულზე საოცარ ეფექტს მოახდენს.

7. მცენარეების სასუქი

მჟავე რძე ასევე სასარგებლოა ოთახის მცენარეებისათვის. შეურიეთ მას წყალი და მორწყეთ მცენარეები.

8. მოამზადეთ სალათის სანელებელი

ნაღების სანელებლის მომზადება კარგია სქელი ამჟავებული რძისგან.

9. შინაური ცხოველების საკვები

მჟავე რძე შესანიშნავი დანამატია შინაური ცხოველების საკვებში. შეურიეთ რძე ძაღლების ან კატების საკვებს, ამგვარად ცილისა და კალციუმის დამატებით ულუფას მიიღებენ.

ბონუსი. რძე რომ არ ამჟავდეს, გაყინეთ.
თუ დიდი რაოდენობით რძე შეიძინეთ, უბრალოდ, მოათავსეთ საყინულეში. როდესაც კვლავ დაგჭირდებათ, მოათავსეთ მაცივარში - გალღობისთვის ერთი ღამე საკმარისია.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
მაკა
არ ვიცი საიდან ამოიღეს ეს სტატია, მაგრამ უმჯობესი იყო ჯერ ექიმ-დიეტოლოგთან დაეზუტებინათ ინფორმაცია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამჟავებული რძის საკვებად გამოყენება, თუნდაც ნამცხვრებში. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
11:43 / 26-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მედეა
გაიხარეთ! დიდი მადლობა საფლავებზე რომ ბალახი არ ამოვიდეს---მაგისთვისაც გამოდგება ნეტავი ძმარი? რა სიხშირით უნდა მოვასხურო და რა დროს? ალბათ გაზაფხულის პირზე უმჯობესი იქნება, რადგან მაშინ იწყებს ბალახი ამოსვლას. ძალიან მაწუხებდა ეს პრობლემა და ნეტავი გადავჭრა ძმრის მოსხურებით. მადლობა "კვირის პალიტრას".
10:45 / 01-05-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93