უგემრიელესი დესერტის მარტივი რეცეპტი.
ინგრედიენტები:
უცხიმო ხაჭო — 250 გ
ბანანი — 1 ც
ყავისფერი შაქარი — 2 ჩ/კ
ყავა ესპრესო — 50 მლ

მომზადება:
მოამზადეთ ესპრესო, დაუმატეთ შაქარი და აურიეთ.
ბანანი დააბლენდერეთ პიურესავით.
ჭიქებში ჩადეთ ბანანის პიურე და ხაჭო ფენებად, ყველა ფენას გაგრილებული ყავა მოასხით.
ფენები არ აურიოთ!
დესერტი მორთეთ გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!