ზოლიანი "პეჩენია" ჩაისთან - Marao

ზოლიანი "პეჩენია" ჩაისთან

2019-09-18 09:40:28+04:00

გემრიელი, ფხვიერი ორცხობილა იდეალურია ჩაისთან.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გ
  • შაქარი 100 გ
  • მარილი მწიკვი
  • ნაღების კარაქი 125 გ
  • კვერცხი 1 ც
  • საკვები საღებავი - რამდენიმე წვეთი

მომზადება:

  1. აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი.
  2. დაუმატეთ დარბილებული კარაქის კუბები და ცომი ხელით მოზილეთ.
  3. დაუმატეთ კვერცხი. ცომი გაყავით 2 ნაწილად.
  4. ერთ-ერთ ნაწილს დაუმატეთ საკვები საღებავი და კარგად გადაზილეთ.
  5. ფერადი და ჩვეულებრივი ცომის ფენები ერთმანეთზე დადეთ
  6. და გააბრტყელეთ.
  7. მიღებული ცომის ფურცელი რულეტად დაახვიეთ და შემოახვიეთ პერგამენტი.
  8. შედეთ მაცივარში 1 სთ.
  9. რულეტი დაჭერით 0,5 სმ ნაჭრებად და დადეთ საცხობ სინზე. აცხვეთ 160С გრადუსზე 8-12 წთ.

გემრიელად მიირთვით!