ბორშჩი ქათმის ფილეთი - ბებიას განსხვავებული რეცეპტით

ბორშჩი ქათმის ფილეთი - ბებიას განსხვავებული რეცეპტით
ბებიაჩემი ბორშჩს ქათმის მკერდის ხორცით ამზადებდა, რაც განსაკუთრებულ გემოს სძენდა. ამ რეცეპტით მომზადებული ბორშჩი განსაკუთრებულად მიყვარდა ბავშვობაში.


ინგრედიენტები:

წყალი 1,5 ლ
ქათმის მკერდი (ფილე) 350-400 გრ
ხახვი 2 ცალი
კარტოფილი 2 ცალი (საშუალო ზომის)
თეთრი კომბოსტო 300 გ
სტაფილო 1 ცალი 
ჭარხალი 1 ცალი
ტომატის პასტა 40 გ
მზესუმზირის ზეთი 3 ს/კ
ლიმონის წვენი 2 ს/კ
შაქარი მწიკვი
დაფნის ფოთოლი 1 ცალი
ქინძი, ოხრახუში, ნიახური - გემოვნებით
ნიორი 3 კბილი
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:
აიღეთ
დიდი ზომის ქვაბი და ჩაასხით წყალი. დადგით ცეცხლზე.
ჩადეთ გარეცხილი ხორცი. ხახვი გაჭერით შუაზე და ჩააგდეთ ქვაბში. ჩააყოლეთ დაფნის ფოთოლი და რაც შეიძლება ხშირად მოხადეთ ქაფი.
სანამ ბულიონი მზად იქნება, გაამზადეთ ბოსტნეული.


წვრილად დაჭერით სტაფილო, გახეხეთ ჭარხალი მსხვილ სახეხზე. ჭარხალს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და როდესაც ფერს გამოუშვებს, წვენი ცალკე გადაინახეთ.


ტაფა გაახურეთ, დაასხით ზეთი და მოშუშეთ ჯერ ხახვი, 5 წუთის შემდეგ სტაფილო, კომბოსტო და ბოლოს ჭარხალი.
დაუმატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, ტომატ პასტა, მარილი და პილპილი. დაასხით ცოტა ბულიონი და შუშეთ 10 წუთი.
როცა ხორცი მოიხარშება, კარტოფილი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში და დაუმატეთ ბოსტნეულის მასა.
ხარშეთ, სანამ კარტოფილი მზად არ იქნება.
როდესაც მოიხარშება, ჩაასხით გადანახული ჭარხლის წვენი. ამგვარად, ბორში წითელ ფერს შეინარჩუნებს.
როდესაც გამორთავთ, ჩააყარეთ მწვანილი და ნიორი (წვრილად დაჭრილი).
მიირთვით არაჟანთან და შავ პურთან ერთად.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
lali
ლიმონის წვენი უნარჩუნებს სიწითლეს,ან ძამრი ბორშს,ისე მომეწონა ასეც გავაკეთებ
18:39 / 21-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კომბოსტო როდის ჩავამატოთ?
12:08 / 19-10-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93