"ზებრა" მანანის ფქვილით - მაღალი, ფხვიერი, ფუმფულა ბისკვიტი

"ზებრა" მანანის ფქვილით - მაღალი, ფხვიერი, ფუმფულა ბისკვიტი
მანანის ფქვილით მომზადებული ცომით იდეალური ბისკვიტი გამოდის.

ინგრედიენტები:


  • მანანის ფქვილი 1 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კვერცხი 2 ც
  • კეფირი 2 ჭიქა
  • კაკაო 3 ს/კ
  • ნაღების კარაქი 90 გ
  • სოდა 1 ჩ/კ.
  • ვანილი 1 მწიკვი
  • მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ


მომზადება:


  1. ჯამში ჩაასხით კეფირი, დაუმატეთ სოდა, მანანის ბურღული, ფქვილი. აურიეთ.
  2. გააჩერეთ 20-30 წთ. უნდა გაფუვდეს.
  3. დაარბილეთ კარაქი და გათქვიფეთ შაქართან ერთად. შეურიეთ კვერცხი და ვანილი.
  4. შეურიეთ კეფირი, აურიეთ. გაყავით ცომი 2 ნაწილად. ერთს კაკაო დაუმატეთ.
  5. ფორმას წაუსვით ზეთი. ცენტრიდან დაიწყეთ სხვადასხვა ფერის ცომის
    ჩასხმა. შეგიძლიათ ჩხირით ნახატიც გააკეთოთ.
  6. აცხვეთ 35-40 წთ, 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93