ჯალები - უგემრიელესი ინდური დესერტი - Marao

ჯალები - უგემრიელესი ინდური დესერტი

2019-05-31 11:44:52+04:00

ჯალები (Jalebi) - ტრადიციული ინდური დესერტია, რომელსაც ინდოეთში თითქმის ყველგან ამზადებენ - რესტორნებიდან დაწყებული, ქუჩით დამთავრებული. ეს ხრატუნა, ტკბილი, შემწვარი სპირალები გულგრილს არავის ტოვებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჩ/ჭ
  • მაწონი ან არაჟანი - 1 ს/კ
  • წყალი - 1, 1/4 ჩ.ჭ (ცომისთვის)
  • წყალი - 2, 2/3 ჩ.ჭ (სიროფისთვის)
  • მანანის ბურღული (ან დაფქული ბრინჯი) - 2 ჩ.კ.
  • სოდა ან გამაფხვიერებელი - 1/4 ჩ.კ.
  • შაქარი - 4 ჩ.ჭ.
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • ზეთი - შესაწვავად

მომზადების წესები

შეურიეთ ერთმანეთში ფქვილი, მანანი, სოდა, არაჟანი და თბილი წყალი. კარგად აურიეთ ხელის სათქვეფით. უნდა მიიღოთ ბლინების ცომის მსგავსი მასა ან ოდნავ სქელი.

დადეთ ცომი თბილ ადგილას მინიმუმ 2 საათით. შეიძლება მთელი ღამითაც.

მოამზადეთ შაქრის სიროფი:

შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი მოათავსეთ ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით.

გააგრძელეთ კითხვა