ლიკა კვარაცხელიას გოგრის წვნიანის რეცეპტი: „ამ პერიოდში მგონი მთელი დღე მხოლოდ გოგრის კერძებს ვამზადებ...“

ლიკა კვარაცხელიას გოგრის წვნიანის რეცეპტი: „ამ პერიოდში მგონი მთელი დღე მხოლოდ გოგრის კერძებს ვამზადებ...“


2019 წლის შემოდგომამ გაგვანებივრა მზიანი დღეებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცხელმა ამინდებმა საშემოდგომო განწყობა მოგვპარა. ოქტომბრის მიწურულს, როგორც იქნა, ნიავს სუსხი შეერია და გარდერობებში თბილი ჯემპრების ადგილიც შეივსო. სწორედ ასეთ, შემოდგომის ღრუბლიან ამინდებს განსაკუთრებულად უხდება გოგრის წვნიანი.
„შემოდგომის დღეებს განსაკუთრებულად უხდება გოგრის სუპი. ამ პერიოდში მგონი მთელი დღე მხოლოდ გოგრის კერძებს ვამზადებ“ - ამბობს ყველასათვის საყვარელი, ულამაზესი მოდელი ლიკა კვარაცხელია და გვთავაზობს უგემრიელესი გოგრის სუპის მომზადების თავისებურ ვერსიას:

გოგრის სუპის ინგრედიენტები:

  • ბეკონი
  • გოგრა
  • ნაღები
  • მდნარი ყველი
  • ნიორი
  • ხახვი
  • მარილი

მომზადების წესი: გოგრას გავთლით
და დავჭრით კუბებად. მოვთუშავთ ხახვს, ჩავამატებთ ბეკონს და ცოტა ნიორს. ამავე ქვაბში ჩავყრით დაჭრილ გოგრას,
ცოტათი შევბრაწავთ და დავასხამთ წინასწარ ადუღებულ წყალს. მოვაყრით მარილს.

მოხარშვის შემდგომ დავაბლენდერებთ, დავამატებთ ცოტა ნაღებს და გადმოვდგამთ.
ცხელ სუპს გადავიტანთ თეფშზე და ჩავუფენთ მდნარ ყველს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
Warning: Division by zero in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 553 Warning: Division by zero in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 556 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 419 Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_width in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420 Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_height in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420 Warning: imagecopyresampled() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420
არქივის კალენდარი
e87a93