როგორ გამოვაცხოთ ყველაზე არომატული პური სახლის პირობებში

როგორ გამოვაცხოთ ყველაზე არომატული პური სახლის პირობებში
არაფერია სახლში გამომცხვარ პურზე უფრო გემრიელი. თუ მას გარკვეულ ინგრედიენტებს დაუმატებთ, განსაკუთრებულ არომატს შესძენთ. 

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1 კგ
  • მარილი 2 ჩ/კ
  • შაქარი 2 ჩ/კ
  • ზეთი 3 ს/კ
  • საფუარი 2 ჩ/კ
  • წყალი (გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის) 2-3 ჭიქა
  • როზმარინი ან ორეგანო გემოვნებით (დაახლ. 1 ჩ/კ)


მომზადება:

ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და გააკეთეთ ჩაღრმავება შუაში. 
ჩაყარეთ მარილი, შაქარი და საფუარი. კარგად აურიეთ. 
ისევ გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ზეთი. შემდეგ - წყალი და მოზილეთ ნაზი ცომი. 
შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას 1 სთ. 
როდესაც
ცომი ამოფუვდება, შეაზილეთ ორეგანო ან როზმარინი. გააკეთეთ გუნდები, დასერეთ ზემოდან და გამოაცხეთ ცხიმწასმულ საცხობ სინზე. 
პურს ფუნჯით გადაუსვით ზეთი, რომ კარგად დაიბრაწოს. 

გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93