სააღდგომო კვერცხის შეღებვის ძირითადი წესები

სააღდგომო კვერცხის შეღებვის ძირითადი წესები
სანამ კვერცხის შეღებვას დავიწყებდეთ, აუცილებელია რამდენიმე წესის გათვალისწინება, რის შემდეგაც თქვენ არა მარტო ლამაზი, არამედ გემრიელი სააღდგომო კვერცხი გამოგივათ:
  1. შესაღებად გამზადებული კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის;
  2. სანამ კვერცხის შეღებვას დაიწყებდეთ, კვერცხი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ;
  3. იმისათვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს, შეგიძლიათ ის წინასწარ დაამუშაოთ არაყში ან სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით;
  4. კვერცხი არ უნდა იყოს გაბზარული;
  5. იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვის დროს არ გაიბზაროს, წყალში ჩაყარეთ მარილი;
  6. ნუ მოხარშავთ კვერცხს 10 წუთზე მეტხანს, გადახარშული კვერცხი არც გემრიელია და
    აღარც სასარგებლო;
  7. ფერის სიხასხასის მისაცემად კვერცხს ხარშვისას დაუმატეთ 1-2 კოვზი ძმარი;
  8. სიბზინვარის მისაცემად შეღებილი კვერცხი გააპრიალეთ ზეთით;

სააღდგომო კვერცხის შეღებვა – ყველა ოჯახისთვის საყვარელი რიტუალია და მასში ოჯახის ყველა წევრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 21 /
ნონა
ჩვენ ვღებავთ რამის ნახევარი დღე, რომ კარგად მოიხარშოს.(ადუღებიდან)
19:07 / 01-04-2019
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სახლის კვერცხის მოხარსჰვას უნდა 10 მაქსიმუმ 15 წუთი, ანუ ადუგებიდან 10 წუტსჰი მზადარის,
00:06 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93