კულინარია

სააღდგომო კვერცხის შეღებვის ძირითადი წესები

სააღდგომო კვერცხის შეღებვის ძირითადი წესები
სანამ კვერცხის შეღებვას დავიწყებდეთ, აუცილებელია რამდენიმე წესის გათვალისწინება, რის შემდეგაც თქვენ არა მარტო ლამაზი, არამედ გემრიელი სააღდგომო კვერცხი გამოგივათ:
  1. შესაღებად გამზადებული კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის;
  2. სანამ კვერცხის შეღებვას დაიწყებდეთ, კვერცხი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ;
  3. იმისათვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს, შეგიძლიათ ის წინასწარ დაამუშაოთ არაყში ან სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით;
  4. კვერცხი არ უნდა იყოს გაბზარული;
  5. იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვის დროს არ გაიბზაროს, წყალში ჩაყარეთ მარილი;
  6. ნუ მოხარშავთ კვერცხს 10 წუთზე მეტხანს, გადახარშული კვერცხი არც გემრიელია და
    აღარც სასარგებლო;
  7. ფერის სიხასხასის მისაცემად კვერცხს ხარშვისას დაუმატეთ 1-2 კოვზი ძმარი;
  8. სიბზინვარის მისაცემად შეღებილი კვერცხი გააპრიალეთ ზეთით;

სააღდგომო კვერცხის შეღებვა – ყველა ოჯახისთვის საყვარელი რიტუალია და მასში ოჯახის ყველა წევრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.
ბეჭდვა
e87a93